21:36 - 16 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-11 16:07:11, 844 ნახვა

რეგიონი
თელას სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ სამელიორაციო ინფრასტრუქტურის მოწყობით და სარეაბილიტაციო სამუშაოებს უწყვეტ რეჟიმში ახორციელებს. 

კახეთში, ლაგოდეხის მუნიციპალიტეტში,  თელას სარწყავი სისტემის   რეაბილიტაცია მიმდინარეობს.

პროექტის ფარგლებში მოეწყობა სათავე ნაგებობა,  დამცლელი კვანძი, ჭა ჰიდრანტით, გამშვები ნაგებობა შემტბორავით, დიუკერი, ფოლადის მილსადენი სიგრძით 2,1 კმ. გაიწმინდება მიწის არხის 3,2 კილომეტრიანი მონაკვეთი. 

 ჩატარებული სამუშაოების შედეგად რეგულარულად მოირწყვება     195 ჰექტარზე მეტი სასოფლო-სამეუნეო მიწის ფართობი.

აღდგენილი საირიგაციო სისტემით სოფელ თელას   მოსახლეობა ისარგებლებს.

პროექტის ღირებულება შეადგენს 852 000  ლარს.

საქართველოს მელიორაციის გენერალური  დირექტორი   დავით წითლიძე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა.

დღეისათვის კახეთში სამელიორაციო ინფრასტრუქტურის 17 სარეაბილიტაციო პროექტი მიმდინარეობს, რომელთა დასრულების შემდეგ დამატებით 3 200 ჰექტარი სავარგული მოირწყვება, ხოლო წყლის მიწოდების რეჟიმი 9 300 ჰექტარზე გაუმჯობესდება. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
დიდი შვიდეულის ლიდერები შეთანხმდნენ, რომ ნავთობისა და გაზის საშუალებით რუსეთზე ზეწოლას გააძლიერებენ
ტრამპმა ირანთან შეთანხმების გამო რუსული ნავთობის წინააღმდეგ სანქციების აღდგენის შესახებ განაცხადა
თიბისი კაპიტალმა მაკროეკონომიკური განახლება გამოაქვეყნა
Marneuli News: დაცვის თანამშრომელი, რომელიც 11 აპრილს სამსახურებრივი უფლებამოსილების შესრულებისას სცემეს, გარდაიცვალა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics