|
2020-10-10 12:05:58, 543 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა და ნათია თურნავამ მეფრინველეობის ახალი კომპლექსი გახსნეს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა სართიჭალაში, მეფრინველეობის ახალი კომპლექსი გახსნეს. კომპანიამ „ჩირინა", ევროპის რეკონსტრუქციის და განვითრების ბანკის (EBRD) თანადაფინანსებით, მეფრინველეობის კომპლექსი „სართიჭალა 3" ააშენა. „თანამედროვე სოფლის მეურნეობის განვითარების ერთ-ერთი კარგი მაგალითია ახალი კომპლექსი, რომელიც, მეფრინველეობაზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვნად ზრდის ჩვენს თვითუზრუნველყოფას. ქვეყანაში ფრინველის ხორცის წარმოება, ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, 40%-ზე მეტით არის გაზრდილი. ჩვენი მიზანია, არა მხოლოდ ქვეყნის ფრინველის ხორცით თვითუზრუნველყოფა, არამედ ექსპორტზეც გავიდეს პროდუქცია. განსაკუთრებით ხაზგასასმელი და სასიხარულოა, რომ ასეთი მასშტაბური და მსხვილი ინვესტიცია პანდემიის პირობებში განხორციელდა“, - განაცხადა ლევან დავითაშვილმა. ახალი კომპლექსის „სართიჭალა 3" მშენებლობა 2019 წელს დაიწყო და 2020 წელს დასრულდა. თანამედროვე ტექნოლოგიით აღჭურვილი კომპლექსის ფარგლებში, „ჩირინა" ყოველთვიურად დამატებით 600 ტონა ხორცის წარმოებას მოახდენს. გახსნის ღონისძიებას ესწრებოდნენ ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული შოთა რეხვიაშვილი, EBRD კავკასიის ასოცირებული დირექტორი გიორგი ახალკაცი და გარდაბნის მუნიციპალიტეტის მერი რამაზ ბუდაღაშვილი.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)