|
2020-10-09 13:17:44, 684 ნახვა
კომენტარი
მეუფე იაკობი გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე - თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა, თუ აბრალებ ეგ კიდევ უარესია
ბოდბელმა ეპისკოპოსმა იაკობმა დავით-გარეჯის საქმეზე დაკავებულებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ თუ ღალატს აქვს ადგილი, დაცვა არ გამოვა, ხოლო თუ აბრალებ, ეგ კიდევ უარესია. მეუფე იაკობმა კითხვაზე ატარებს თუ არა პოლიტიკურ ხასიათს კომისიის ორი წევრის დაკავება, აცხადებს, რომ ქვეყანაში სულ არჩევნებია და ვის რა როდის გაახსენდება არ იცის. „ვერასდროს ვერანაირ ვარიანტს ვერავინ ვერ გამორიცხავს. სინამდვილეში რა არის წესიერმა მართლმსაჯულებამ უნდა გვაჩვენოს. პოლიტიკური ელფერი აქვს თუ არა ეგ პოლიტიკოსებს ჰკითხეთ. ჩვენთან სულ არჩევნებია და ვის რა როდის გაახსენდება არ ვიცი. პროცესი უფრო ღია თუ იქნება, ალბათ, ვნახავთ რა იყო და რა არა. თუ ღალატს აქვს ადგილი დაცვა არ გამოვა, თუ არ აქვს და აბრალებ ეგ კიდევ უარესია. ეკლესია არავის არ ვაჭერინებთ ხოლმე, კაცს თუ იჭერენ, თუ დამნაშავეა მაგის გამო იჭერენ,, თუ დამნაშავე არაა ეგეც გამოჩნდება“, - განაცხადა მეუფე იაკობმა. შეგახსენებთ, რომ გუშინ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილ წევრებს ივერი მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, უცხო ქვეყნისათვის საქართველოს ტერიტორიის ნაწილის გადაცემისაკენ მიმართული მოქმედების განხორციელების ფაქტზე მიმდინარეობს.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)