|
2020-10-09 10:50:05, 401 ნახვა
საზოგადოება
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე საგზაო მონიშვნები დაიხაზა
მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, გორგასალის ქუჩიდან იუსტიციის სახლამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში გამყოფი ხაზები, საგზაო მონიშვნები და ქვეითთა გადასასვლელები დაიხაზა. სამუშაოები შპს „თბილსერვის ჯგუფმა“ აწარმოა. საგზაო მონიშვნები ასფალტზე მაღალი ხარისხის თერმო და ცივი პლასტით დაიტანეს. თერმო და ცივი პლასტები მდგრადი საღებავებია, რომლებიც ასფალტზე მინიმუმ სამი წლის განმავლობაში შენარჩუნდება. სამუშაოებს კომპანიის ხელმძღვანელი, რომეო მიქაუტაძე გაეცნო. ადგილზე მობილიზებული იყო სპეციალური ტექნიკაც. მტკვრის მარჯვენა სანაპიროზე, იუსტიციის სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მარი ბროსეს ქუჩის კვეთამდე არსებულ საგზაო მონაკვეთში სარეაბილიტაციო სამუშაოები თბილისის მერიის ინფრასტრუქტურის განვითარების საქალაქო სამსახურმა განახორციელა. საგზაო სამუშაოებისთვის დედაქალაქის ბიუჯეტიდან 1 130 000 ლარი დაიხარჯა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)