19:33 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-08 13:17:54, 608 ნახვა

ეკონომიკა
ნათია თურნავა - ბანკები მზად არის მცირე საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროებს სესხები გადაუვადონ

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას განცხადებით, ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა, რომ  მიმართვის შემთხვევაში მცირე საოჯახო და საშუალო ზომის სასტუმროებს სესხები გადაუვადონ.

მინისტრის თქმით, ამ გადაწყეტილებაზე გუშინ საბანკო სფეროს წარომადგენლებთან შეხვედრაზე შეთანხმდნენ.

„გუშინ მე და ჩემს კოლეგებს, გვქონდა ონლაინ შეხვედრა წამყვან ბანკებთან, საბანკო დაწესებულებელთან და მაღალი რანგის მენეჯმენტთან. ჩვენ ვისაუბრეთ იმ შესაძლებლობაზე, რომ მორიგჯერ მოხდეს საბანკო სესხების რესტრუქტურიზაცია ტურიზმის სექტორისთვის და მცირე სასტუმროებისთვის და მოხარული ვარ, რომ ბანკებმა გამოთქვეს მზადყოფნა. რა თქმა უნდა, თითოეული კონკრეტული შემთხვევის გათვალისწინებით, რადგან თითეულ შემთხვევაში არის სხვადასხვა გარემოება, მთლიანობაში არის მზაობა, როდესაც მათ მიმართავენ მცირე საოჯახო სასტუმროები, საშუალო ზომის სასტუმროები, მზადარიან კვლავ განიხილონ სესხების რესტრუქტურიზაცია“,- განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ექსპრეს ლომბარდი საკომუნიკაციო კამპანიას „ჰკითხე ექსპერტს“ აგრძელებს
Global Finance-მა BOG 2026 წლის საუკეთესო Sub-Custodian ბანკად დაასახელა ქვეყანაში
კალაძე სკვერში მოზარდის დაზიანებაზე: ყველაფერი ჩემი ბრალია — ეს გინდათ თქვენ
საქართველოს ბანკმა ახალი YouTube პროექტი დაიწყო - უყურე “Creator ჩემპიონატს” არ გაჩერდეს არხზე
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics