|
2020-10-07 15:52:13, 518 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე დავით-გარეჯის საქმეზე - ეს დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასაარჩევნოდ აბსურდული საქმე მოიგონა
ეს არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება და საზოგადოებისათვის თვალში ნაცრის შეყრა, თითქოს წინა ხელისუფლებამ მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღავენლი, სერგი კაპანაძე, დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის წევრების დაკავებას. მისი თქმით, ეს არის მარაზმი, რომელსაც საზოგადოება არ დაიჯერებს. „ეს დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება, რომელმაც წინასაარჩევნოდ რაღაც აბსურდული საქმე მოიგონა და ჰგონია, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს შეაყრის და წარმოაჩენს, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაც მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა. ეს არის სრული აბსურდი. საერთოდ, შინაარსიც კი არ აქვს ამ საქმეს, ვითომ რაღაც რუკის დამალვის გამო შესაძლებელია თურმე, რომ ადამიანი დაიჭირო და ალბათ ეხლა შეეცდებიან, რომ გავიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე. ჩვეულებრივი მარაზმია, მაგრამ მე ვარ დარწმუნებული, რომ არავინ ამ სისულელეს ჭამს საზოგადოებაში, ასე ვთქვათ და არავიან ამას არ დაიჯერებს და ეს ყველაფერი ძალიან მალე ნათელი გახდება ყველასათვის“, - განაცხადა სერგი კაპანაძემ. შეგახსენებთ, რომ პროკურატურამ დავით-გარეჯის საქმეზე კომისიის ყოფილი წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)