08:57 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-07 15:25:16, 616 ნახვა

კომენტარი
გიგი უგულავა სოსო გოგაშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას ბიძინა ივანიშვილის მარიონეტულ თამაშებს უწოდებს

„ევროპული საქართველოს“ წევრი, გიგი უგულავა სოსო გოგაშვილის „ქართული ოცნებიდან“ წასვლას ბიძინა ივანიშვილის მარიონეტულ თამაშებს უწოდებს.

უგულავას თქმით, სოსო გოგაშვილი ქართული ოცნების ერთ-ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო.

„სოსო გოგაშვილი ამ ხელისუფლების და ბიძინა ივანიშვილის ერთ-ერთი ყველაზე ბინძური წარმომადგენელი იყო, ახლა რომელიმე თავის ბინძურ ტიპს მოიშორებს, გვერდით გაწევს თუ ახლოს მოწევს, ეს არის ივანიშვილის მარიონეტული თამაშები, რომელსაც არსებითად ხალხთან არანაირი საქმე არ აქვს. ამ თამაშებს რომ გადაყვა ხელისუფლება, იმიტომ გაღარიბდა, იმიტომ გვაქვს ეკონომიკა კოლაფსში, იმიტომ ვართ ჭაობზე და ვაქნევთ ხელს და გვგონია, რომ წინ წავალთ, თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ჭაობზე ხელების ქნევა ნიშნავს ჩაძირვას, ხალხს ლუკმა-პურის პრობლემები აწუხებს და გოგაშვილი სულ ფეხებზე კიდიათ ნებისმიერ ჩვენ მოქალაქეს“, - განაცხადა გიგი უგულავამ.

შეგახსენებთ, რომ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი „ქართულ ოცნებას“ ტოვებს. გოგაშვილი მედიასთან არ საუბრობს წასვლის მიზეზებზე.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics