|
2020-10-06 11:50:59, 559 ნახვა
კომენტარი
კაპანაძე თარხან-მოურავის განცხადებაზე - როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ინსტრუქცია მიიღეს მოსკოვიდან, რომ ასეთი განცხადებები გააკეთონ
„ევროპული საქართველოს“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელი, სერგი კაპანაძე, დავით თარხან-მოურავის განცხადებას ეხმაურება, რომ ოპოზიციურ პარტიებსა და სახელისუფლებო პარტიას ერთად გაცილებით ნაკლები მხარდაჭერა აქვს, ვიდრე „პატრიოტთა ალიანსს“. კაპანაძის თქმით, ის ვერ გააკეთებს კომენტარს რუსეთიდან დაფინანსებული პარტიებისა და რუსეთიდან გამოგზავნილ მესიჯბოქსებზე. კაპანაძის თქმით, ამ პოლიტიკური პარტიის განცხადებები უნდა კეთდებოდეს პროკურატურაში, სადაც უნდა არკვევდნენ თუ საიდან მოდის მათი დაფინანსება და ვინ აძლევს მათ ინსტრუქციებს. „თარხან-მოურავის განცხადებებზე და ისევე როგორც ყველა სხვა პოლიტიკური ძალის განცხადებებზე, რომლებიც რუსეთიდან ფინანსდებიან, რუსულ მესიჯბოქს ავრცელებენ ხალხში, როგორც ჩანს, ამ შემთხვევაშიც ინსტრუქცია მიიღეს მოსკოვიდან, რომ ასეთი რაღაცები უნდა ილაპარაკონ, ჩემი მხრიდან სერიოზული განცხადება ვერ გაკეთდება. ამ პოლიტიკური ძალის განცხადებები, ძირითადად, უნდა კეთდებოდეს ხოლმე პროკურატურაში დაკითხვების დროს, როცა უნდა ირკვეოდეს, თუ საიდან მოდის მათი დაფინანსება და ვინ აძლევს მათ ინსტრუქციებს, ამიტომ, მგონია, რომ ეს პოლიტიკური ძალა გაქრება საერთოდ და ჩვენი და საზოგადოების ამოცანა უნდა იყოს, რომ ყოველი არჩევნების შემდეგ, ყველა მსგავსი, რუსეთიდან ღიად დაკავშირებული ძალა ჩამოშორდეს პოლიტიკურ საქმიანობას და მათი მაქსიმალური იზოლაცია უნდა მოხდეს“, -აცხადებს კაპანაძე
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)