09:16 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-10-03 13:48:00, 547 ნახვა

პოლიტიკა
ვანო მერაბიშვილი - პირველად, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა

„პირველად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა“, - ამის შესახებ ვანო მერაბიშვილი სოციალურ ქსელში დაწერა.

მერაბიშვილი წერს, კომიტეტმა წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო.

„ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო ციხიდან ჩემი გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, რის გამოც, პირველად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის 18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა.

კომიტეტმა ხაზი გაუსვა ამ მუხლის დარღვევის სიმძიმეს, წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო და მოუწოდა მას გულმოდგინედ და დროულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი გამოძიება, რათა დაადგინოს და დასაჯოს დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირები.

მინისტრთა კომიტეტის ამ გადაწყვეტილებით დადასტურდა, რომ ის „გამოძიება“, რომელიც საქართველოს პროკურატურამ 2018 წლიდან განაახლა აღნიშნულ ფაქტზე და დღემდე მიმდინარეობს, წარმოადგენს ფიქციას და მისი მიზანი არის დამნაშავეებისთვის ხელის დაფარება“, - განაცხადა მერაბიშვილმა.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics