|
2020-10-02 14:18:38, 656 ნახვა
პოლიტიკა
ხოშტარია - დეგნანის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას
„ევროპული საქართველოს“ მაჟორიტარობის კანდიდატმა ვაკისა და საბურთალოს ოლქში, ელენე ხოშტარიამ განაცხადა, რომ აშშ-ს ელჩის, კელი დეგნანის განცხადება „ქართულმა ოცნებამ“ წინასაარჩევნოდ სერიოზულ გაფრთხილებად უნდა აღიქვას. ხოშტარიას თქმით, მნიშვნელოვანია, რომ უცხოელი პარტნიორები აქტიურად აფიქსირებენ მათ პოზიციას წინასაარჩევნო გარემოსთან დაკავშირებით. „ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები და განსაკუთრებით, რა თქმა უნდა, ელჩები ადგილზე და ამერიკის ელჩი, არაერთხელ საუბრობდნენ იმაზე, რომ ეს არჩევნები უნდა ჩატარდეს ძალადობის დემონსტრირების გარეშე და ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ისინი აქტიურად აფიქსირებენ ამ პოზიციებს და საბოლოოდ, ამ გარემოს ექნება გავლენა, რამდენად იქნება აღიარებული ეს არჩევნები. ამიტომ კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს პარტნიორებს, ჩვენი ქვეყნის გულშემატკივრებს აქვთ სრული ინფორმაცია იმაზე, რაც ხდება და ეს განცხადება “ქართულმა ოცნებამ” უნდა აღიქვას სერიოზულ გაფრთხილებად წინასაარჩევნო პერიოდში”, - განაცხადა ხოშტარიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)