|
2020-10-01 14:53:19, 614 ნახვა
კომენტარი
თავდაცვის სამინისტრო - სიცრუეა, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში
თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, სიცრუეა, რომ სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესსა და ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებაში. უწყების ცნობით, ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე აბსურდულია და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. „გვსურს გამოვეხმაუროთ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებისა და მათი პარტიული ტელევიზიის, „მთავარი არხის“ მხრიდან, საქართველოს თავდაცვის ძალების მიმართ მორიგ ცილისმწამებლურ და აბსურდულ ბრალდებას, თითქოსდა სამხედრო პოლიციის თანამშრომელი ჩართული იყო საარჩევნო პროცესში და ცდილობდა ოპოზიციის წარმომადგენლის დაშინებას. ბრალდებები სამხედრო პოლიციის პოლიტიზირებაზე არის სრულიად აბსურდული და თავდაცვის ძალების რეპუტაციის დაზიანებისკენ მიმართული. რაც შეეხება ფაქტს, სენაკის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე სამხედრო პოლიციის გამომძიებელსა და კონკრეტულ მოქალაქეს შორის ადგილი ჰქონდა საგზაო ინციდენტს და ამ ფონზე სიტყვიერ შელაპარაკებას. აღნიშნულ ფაქტზე შსს-ს მიერ დაწყებულია გამოძიება, რომელთანაც სამხედრო პოლიციის თანამშრომელი სრულად თანამშრომლობს. გამოძიების დასრულებამდე, მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით რაიმე ტიპის სპეკულაციები და ცილისწამება არის სრულიად მიუღებელი“, - ვკითხულობთ განცხადებაში.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)