|
2020-10-01 14:19:35, 738 ნახვა
კომენტარი
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე დაშავებულ ჟურნალისტზე - ღობეზე გადახტა და ასფალტზე წამოწვა, ვითომ ნაცემი იყო
მარნეულის საკრებულოს თავმჯდომარე, ამირან გიორგაძე მარნეულში ჟურნალისტის ცემის ფაქტს უარყოფს. მისი თქმით, „მთავარი არხის“ ჟურნალისტი ჯეიჰუნ მუჰამედალი ღობეზე გადახტა და ასფალტზე წამოწვა, თითქოს ნაცემი იყო. „არ მომხდარა არანაირი ცემის ფაქტი. არ დამინახავს. ჩვენ ვგმობთ ყველანაირ ძალადობას. მე დავინახე ჩემი თვალით, რომ ჯეიჰუნი გარბოდა, გადახტა ღობეზე და წამოწვა ასფალტზე, თითქოს ნაცემი იყო. ეგ არის უნამუსო ადამიანი“, - განაცხადა ამირან გიორგაძემ. ცნობისთვის, 29 სექტემბერს, ღამით მარნეულში მომხდარი დაპირისპირებისას „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები, და „მთავარი არხის“ ჟურნალისტები დაშავდნენ, ხოლო „პირველი არხის“ ოპერატორს კამერა დაუმტვრიეს და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება ჯანმრთელობის დაზიანებისა და ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის მუხლებით დაიწყო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)