00:36 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-30 16:48:19, 744 ნახვა

რეგიონი
რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალებიდან 10 წლისთავი აღინიშნა

დღეს სოფელ ზემო ხანდაკში, ავღანეთში სამშვიდობო მისიის საბრძოლო ოპერაციის დროს ტრაგიკულად დაღუპული რამაზ გოგიაშვილის გარდაცვალებიდან 10 წლისთავი  აღინიშნა.

სამშობლოს ერთგული მებრძოლის ხსოვნას პატივი მიაგო ადგილობრივმა ხელისუფლებამ, მეგობრებმა, თანასოფლელებმა.

თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციის დეპარტამენტის უფროსის მოადგილემ პოლკოვნიკმა შალვა სიყმაშვილმა თანამშრომლებთან ერთად დაღუპულის საფლავი გვირგვინით შეამკო. მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე ბატალიონის ასეულის ოფიცერი 2010 წლის 30 სექტემბერს, სამხედრო დავალების შესრულების დროს, ჰელმანდის პროვინციაში ნაღმზე აფეთქების შედეგად დაიღუპა.

რამაზ გოგიაშვილი 1991  წლიდან შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, შემდეგ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების სამხედრო პოლიციაში.

მონაწილეობდა აფხაზეთის და სამაჩაბლოს ბრძოლებში, რისთვისაც დამსახურებული ჯილდოები აქვს მიღებული.

2010 წელს გარდაცვალების შემდეგ რამაზ გოგიაშვილი ვახტანგ გორგასლის  I  ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა.

#დიდებაგმირებს





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics