|
2020-09-30 12:41:03, 573 ნახვა
საზოგადოება
მუნიციპალური პავილიონები პეკინის გამზირზე ათ ოქტომბრამდე იქნება განთავსებული
ზონალურ-საათობრივი პარკირების ამოქმედების მიზნით, პეკინის გამზირზე არსებული მუნიციპალური პავილიონები 10 ოქტომბრამდე იქნება განთავსებული, შემდეგ კი ვაკის რაიონში გადაინაცვლებს. ამის შესახებ თბილისის მერმა კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. დედაქალაქის მერის თქმით, 10 ოქტომბრის შემდეგ საბურთალოს მოსახლეობა უფასო პარკირებისთვის ავტომანქანების დარეგისტრირებას თბილისის პარკინგის ვებგვერდზე შეძლებს. კახა კალაძემ მოსახლეობას მოუწოდა, მიმართონ პეკინის გამზირზე განთავსებულ პავილიონებს და უფასო პარკირებით სარგებლობის მიზნით, დროულად დაარეგისტრირონ სატრანსპორტო საშუალებები. „თქვენ იცით, რომ პეკინის გამზირი და მიმდებარე ქუჩები უკვე ჩართულია ამ სიახლეში, რომელიც წარმატებით მიმდინარეობს. კიდევ ერთხელ მინდა, მოვუწოდო ადგილობრივ მოსახლეობას, რომ დაარეგისტრირონ ავტომობილები იმისთვის, რომ პარკირება მათთვის უფასო იყოს. ჩვენ პავილიონები გვაქვს განთავსებული მიმდებარე ტერიტორიაზე და ისინი აქ 10 ოქტომბრამდე დარჩება. მომდევნო ეტაპი კი, როგორც წინა მთავრობის სხდომაზე ვთქვი, იქნება ვაკის რაიონი. კონკრეტულად, აბაშიძე, ფალიაშვილი და მათი მკვეთი ქუჩები. 20 ოქტომბრიდან, ვაკის რაიონში განთავსდება ეს მუნიციპალური პავილიონები, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას ექნება შესაძლებლობა, მიიღოს სრული ინფორმაცია და დაარეგისტრირონ ავტომანქანები უფასო პარკირებისთვის. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ პარკირება უფასო იქნება ადგილობრივი მოსახლეობისთვის, შშმ პირებისთვის, A კატეგორიის ტაქსის მძღოლებისთვის და ელექტრომობილებისთვის. დანარჩენ შემთხვევაში გადასახადი იქნება საათში ერთი ლარი. ანალოგიური მიდგომა ქალაქის სხვა ქუჩებზეც გავრცელდება. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტი ჩვენს სატრანსპორტო პოლიტიკაში და მე კიდევ ერთხელ ვუხდი მადლობას ყველა იმ ადამიანს, ვინც სარგებლობს ზონალურ-საათობრივი პარკირებით. ამ პავილიონების გადატანის შემდეგ არ იფიქროთ, რომ ადგილობრივ მოსახლეობას არ ექნება საკუთარი ავტომობილების დარეგისტრირების შესაძლებლობა. ისინი, შეძლებენ ზუსტი ინფორმაცია შესაბამის ვებგვერდზე მიიღონ და დაარეგისტრირონ საკუთარი ავტომობილები. ჩვენი მხრიდან ყველანაირ მზადყოფნას გამოვხატავთ, რომ ხელი შეგიწყოთ დარეგისტრირებაში“, - განაცხადა კახა კალაძემ.
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
პოლიციამ ბერლინში ლგბტ პრაიდზე თავდასხმაში ეჭვმიტანილი ტერორისტი მოკლა
გორში სპილენძის მოპარვისთვის 4 პირი დააკავეს, მათ 7 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ
პოლიტიკური გამოხატვის გამო მშვიდობიანი დემონსტრანტების დაკავება შეკრების თავისუფლებას უხეშად არღვევს – საია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)