|
2020-09-30 12:27:02, 727 ნახვა
კომენტარი
მიხეილ სააკაშვილი - ის, რაც გარეჯის მიმართ იკადრეს, დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაციაა
„ის რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის გარეჯის მიმართ ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია“, - ამის შესახებ საქართველოს ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა. მისი თქმით, მისი მმართველობის დროს ვერავინ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში. „ის, რაც გუშინ მოხდა მარნეულში, ჟურნალისტების და „ნაციონალური მოძრაობის“ აქტივისტების წინააღმდეგ, რაც მოხდა ორი დღით ადრე ბოლნისში და გლდანში „ნაციონალური მოძრაობის“ წინააღმდეგ, ეს არის უტყუარი ნიშანი იმისა, რომ საქართველოში ნამდვილად მზადდება ხელისუფლების მშვიდობიანად შეცვლა, არჩევნების გზით 31 ოქტომბერს! ის რაც იკადრეს ჩვენი უმნიშვნელოვანესი ძეგლის, ჩვენი უწმინდესი ადგილის გარეჯის მიმართ ეს არის დიდი ხნის წინ დაგეგმილი პროვოკაცია. ჩვენს დროს ვერავინ ვერ გაბედავდა ქართველები არ შეეშვათ გარეჯში და ახლა ივანიშვილის დროს ქართველ მომლოცველებს, უბრალოდ საქართველოს მოქალაქეებს ჩაუკეტეს საქართველოს უმნიშვნელოვანეს ძეგლში შესვლა - და ეს მოხდა ამათ დროს! ჩვენთვის, ჩვენი ქვეყანა არის ჩვენი სალოცავი და ჩვენი ყველაზე მთავარი ფასეულობა და ჩვენ, ჩვენს ქვეყანას დავიცავთ ყველა სახის პროვოკაციისაგან. საქართველოში ნამდვილად არ ბნელა, საქართველოში ნამდვილად გათენდება“, - განაცხადა სააკაშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)