|
2020-09-29 18:51:05, 402 ნახვა
პოლიტიკა
გენადი არველაძემ კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება განიხილა
29 სექტემბერს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გენადი არველაძესა და კორეის რესპუბლიკის ვაჭრობის, ინდუსტრიისა და ენერგეტიკის სამინისტროს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების პოლიტიკის ბიუროს გენერალურ დირექტორს, კიონკი რონს შორის ონლაინ რეჟიმში სამუშაო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მთავარ განსახილველ საგანს წარმოადგენდა კორეასა და საქართველოს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესაძლო გაფორმების საკითხზე მოლაპარაკების დაწყების მიზანშეწონილობის კვლევის ჩატარება. შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა გაცვალეს ინფორმაცია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებებთან დაკავშირებით მხარეთა მიდგომების შესახებ. გენადი არველაძემ კორეულ მხარეს ინფორმაცია მიაწოდა საქართველოს სავაჭრო პოლიტიკის, არსებული სავაჭრო რეჟიმებისა და შეთანხმებების შესახებ. შეხვედრის დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ დაიწყონ წინასწარი კონსულტაციები მიზანშეწონილობის კვლევის მომზადებასთან დაკავშირებით და ჩამოაყალიბონ შესაბამისი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი. აღნიშნული წარმოადგენს კორეის მხარის ოფიციალურ პროცედურას თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყებისათვის.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)