|
2020-09-29 17:38:55, 570 ნახვა
პოლიტიკა
ჯანდაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა
ოკუპირებული ტერიტორიბიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობის და სოციალური დაცვის სამინისტროს, ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შორის ურთიერთშეთანხმების მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმის მიზანი სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების რაციონალური გამოყენების დანერგვაა. „მემორანდუმი ანტიმიკრობული რეზისტენტობის წინააღმდეგ აქტივობების განხორციელებას ითვალისწინებს . ანტიმიკრობული პრეპარატების გამოყენების პროცესი პანდემიის პირობებში კიდევ უფრო მეტად აქტიურდება. დღეს ჩვენ გვეძლევა საშუალება , რომ შევუერთდეთ საერთაშორისო მოძრაობას და ეს თანამშრომლობა კიდევ უფრო განვავითაროთ, რათა ანტიმიკრობული რეზისტენტობასთან დაკავშირებული რისკები მინიმუმადე შემცირდეს“-განაცხადა თამარ გაბუნიამ . ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრი ხელს შეუწყობს საქართველოში ანტიმიკრობული რეზისტენტობის საწინააღმდეგო ეროვნული სტრატეგიის ამოცანების განხორციელებასა და შეამცირებს სამედიცინო, სასოფლო-სამეურნეო და ვეტერინარულ დაწესებულებებში ანტიმიკრობული საშუალებების არამიზნობრივ და არარაციონალურ გამოყენებას. მემორანდუმს ხელი მოაწერეს, ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილემ ხატია წილოსანმა და ანტიმიკრობულ რეზისტენტობასთან ბრძოლის საერთაშორისო ცენტრის დირექტორმა რობერტ სკოვმა.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)