|
2020-09-29 13:40:21, 536 ნახვა
პოლიტიკა
ელენე ხოშტარია - ჩვენ უნდა დავხუროთ ისტორიაში ფურცელი, როცა არჩევნები ქვებით ტარდება
ჩვენ უნდა დავხუროთ ისტორიაში ფურცელი, როცა არჩევნები ქვებით ტარდება, - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა ელენე ხოშტარიამ განაცხადა. ხოშტარია „ნაციონალური მოძრაობის“ წევრ ნიკა მელიას შტაბში მივიდა, მხარდაჭერა გამოუცხადა და დაგმო ის ძალადობის ფაქტები, რომლებსაც გლდანსა და სხვა რაიონებში ჰქონდა ადგილი. „არჩევნები ხელისფლებისთვის გახდა იმდენად საშიში, რომ ისინი ადამიანებს წირავენ სიკვდილისთვის. კორპუსიდან ნასროლი ქვა რომ ვინმეს მოხვედროდა, სიცოცხლისთვის იქნებოდა საშიში. ნაცვლად შეშინებისა, ეს ჩვენ კიდევ უფრო გაგვაძლიერებს, მოგვცემს კიდევ უფრო დიდ ძალას და უფრო გაგვაერთიანებს. ჩვენ უნდა დავხუროთ ისტორიაში ფურცელი, როცა არჩევნები ქვებით ტარდება. ერთ-ერთი დაპირება, რასაც მე და ნიკა მელია ვდებთ არის ის, რომ არასოდეს არჩევნები, პოლიტიკური ბრძოლა აღარ გავა ქვების სროლაზე, ძალადობაზე, გახლეჩაზე. ჩვენ უნდა მივაღწიოთ ცივილიზებულ, პატივისცემაზე დაფუძნებულ კონკურენციას. ამის სიმბოლო იქნება ნიკას და მთლიანად ოპოზიციის გამარჯვება“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)