|
2020-09-28 23:07:37, 753 ნახვა
კომენტარი
თბილისის „დინამო“ - ბოდიშს ვიხდით ფარერებში წაგების გამო, დღეისათვის კლუბს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ
„ბოდიშს ვიხდით ფარერებში წაგების გამო, დღეისათვის კლუბს მაღალკვალიფიციური მენეჯერები მართავენ“ , - ამის შესახებ თბილისის „დინამო“ სოციალურ ქსელში განაცხადა. განცხადებაში აღნიშნულია, რომ მარცხის განზოგადება კლუბის მთლიან საქმიანობაზე „დინამოში“ არასწორად მიაჩნიათ. „რომან ფიფია არის კლუბის მფლობელი და პრეზიდენტი. დღეისათვის კლუბის მართვას ახორციელებენ მაღალკვალიფიციური მენეჯერები, რომლებიც უზრუნველყოფენ კლუბისა და დინამოს ბავშთა საფეხბურთო აკადემიის გამართულ მუშაობას. ფარერებზე უეფას ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩში ასეთი დიდი ანგარიშით დამარცხება ძალიან მტკივნეული იყო დინამოსთვის და გულშემატკივრებისთვის, რისთვისაც ბოდიშს ვიხდით. ჩვენ ვათვითცნობიერებთ და ვიღებთ ნებისმიერ ობიექტურ და ჯანსაღ კრიტიკას. ამასთანავე, ამ მტკივნეული მარცხის განზოგადება კლუბის მთელ საქმიანობაზე არასწორად მიგვაჩნია“ , - ვკითხულობთ განცხადებაში. შეგახსენებთ, რომ „დინამომ“ ბოდიში კლუბის პრეზიდენტისა და მენეჯერის საჯარო გამოსვლის შემდეგ მოიხდა, სადაც კლუბის წარმომადგენლებმა წაგების მიზეზად ფარერების კუნძულზე ფეხბურთის განვითარება დაასახელეს. ასევე შეგახსენებთ, რომ თბილისის „დინამომ“ თითქმის არაპროფესიონალ ფარერების გუნდთან ანგარიშით 1:6 წააგო.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)