|
2020-09-28 18:40:38, 565 ნახვა
საზოგადოება
თბილისის მერის მოადგილემ მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა
თბილისის მერის მოადგილე ანდრია ბასილაიამ, ფესტივალის „პოეზია უპირველეს ყოვლისა“ ფარგლებში, მთარგმნელთა კონკურსის გამარჯვებულები დააჯილდოვა. ჯემალ აჯიაშვილის სახელობის პრემია გადაეცა მანანა ანთაძეს, გივი შაჰნაზარს, მანანა ცხვედიაშვილს, ერეკლე საღლიანს, ბაღათერ არაბულს, ცისანა ანთაძეს, ბელა შალვაშვილს და ბადრი თევზაძეს, ხოლო ალექსანდრე ელერდაშვილი ზეზვა მედულაშვილის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა. ღონისძიებაზე სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ წლის რჩეულ იუბილარებს, ხოლო ტარიელ ხარხელაურს გალაკტიონ ტაბიძის სახელობის პრემია მიენიჭა. ფესტივალზე წარმოდგენილი იყო ქართული პოეზიის ანთოლოგიის ორტომეული, რომელიც საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით დაიბეჭდა, ასევე, „ბალადა ვეფხვისა და მოყმისა“, რომელიც აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს მხარდაჭერით 17 ენაზე ითარგმნა. ფესტივალი 25 სექტემბერს, იმერეთში, ოტია იოსელიანის საიუბილეო ღონისძიებით დაიწყო და 30 სექტემბერს, წყნეთში, ახალგაზრდა პოეტების ლექსების საღამოთი დასრულდება, რომელიც მშვიდობას მიეძღვნება.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)