|
2020-09-28 12:58:19, 510 ნახვა
პოლიტიკა
დავით ბაქრაძე - ერთადერთი, რასაც ხელისუფლება ქვების სროლით მიაღწევს, საკუთარი თავის წარსულში ჩატოვებაა
„ევროპული საქართველოს“ ლიდერის, დავით ბაქრაძის განცხადებით, ხელისუფლების წარმომადგენლები, „ქართული ოცნების“ წევრები, სიპ-ებისა და აიპ-ების თანამშრომლები ოპონენტების წინააღმდეგ ორგანიზებულ ფიზიკურ ძალადობას ახორციელებენ. როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, მიუხედავად იმისა, რომ ხელისუფლებამ გაამკაცრა საარჩევნო კოდექსი, არ ხდება ამგვარი ფაქტების გამოძიება და ერთადერთი რასაც ამგავრი ქმედებებით მიაღწევს ხელისუფლება, საკუთარი თავის უკან, წარსულში ჩატოვებაა. „საარჩევნო კამპანის ნელ-ნელ კრეფს ტემპს და ჩვენი საზოგადოება უკვე მომსწრეა იმ ძალადობრივი სცენარის, რომელიც კარგად გვახსოვს წინა არჩევნებიდან. უკვე ვხედავთ, რომ ქართული ოცნება იყენებს იგივე მეთოდებს, ეს არის ქართული ოცნების წევრების, მათი აქტივისტების, სხვადასხვა გამგეობებში, სიპ-ებსა და აიპ-ებში დასაქმებული ადამიანების მხრიდან ორგანიზებული ფიზიკური ძალადობა ოპონენტების წინააღმდეგ. წინა წლებში არცერთი ასეთი ძალადობა არ ყოფილა გამოძიებული და არცერთი დამნაშავე არ ყოფილა ადეკვატურად დასჯილი და სწორედ ეს არის ძალადობის პოლიტიკური მფარველობა, სწორედ ეს ახალისებს ძალადობას და ამიტომ იყო ფარისევლობა, როდესაც ქართულმა ოცნებამ ვითომ საარჩევნო კოდექში გაამკაცრა სანქცია ძალადობისთვის. ჩვენ ველით გამკაცრებული სანქციების ამოქმედებას, ველით კონკრეტული დამნაშავეების დასჯას, რადგან, როგორი ძალადობრივი კაპმანიაც არ უნდა ჩაატაროს ქართულმა ოცნებამ, ეს მას ვერ უშველის, ქვების სროლით ვერ გამოასწორებენ სიღარიბეს, ვერ შექმნიან სამუშაო ადგილებს, ვერ წაიყვანენ ქვეყანას წინ და ერთადერთი რასაც ქვების სროლით იზავენ გახლავთ საკუთარი თავის ბოლომდე ჩატოვება უკან წარსულში. ქვეყანას სჭირდება წინსვლა, ჩვენ გავიმარჯვებთ ნებისმიერი ძალადობრივი კაპმანიის პირობებში, მაგრამ ქვეყანას სჭირდება ნორმალური და ღირსეული ცვლილებები და ამიტომ, 31 ოქტომბრამდე, სანამ ჯერ კიდევ ძალაუფლებაში არაინ, მოვუწოდებ ქართულ ოცნებას, შეწყვიტონ ძალადობის ორგანიზება და წახალისება და დასაჯონ ადამიანები, ვინც ფიზიკურად ძალადობს პოლიტიკურად განსხვავებული აზრის მქონე ოპონენტებზე“, -განაცხადა დავით ბაქრაძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)