|
2020-09-26 11:17:37, 1122 ნახვა
სამხედრო
ეროვნული გვარდიის ნაკრები ოცეული ცენტრალური აფრიკიდან სამშობლოში დაბრუნდა
საქართველოს თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის ოცეული ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკიდან დაბრუნდა. სამხედროებს ალექსეევკას სამხედრო აეროდრომზე თავდაცვის ძალების ეროვნული გვარდიის მეთაური პოლკოვნიკი რომან ჯოხაძე და მისი მოადგილე პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი დახვდნენ. მათ სამხედრო მოსამსახურეებს მისიის წარმატებით შესრულებისთვის მადლობა გადაუხადეს და სამშობლოში მშვიდობით დაბრუნება მიულოცეს. ეროვნული გვარდიის ოცეულმა ცენტრალური აფრიკის რესპუბიკაში მეხუთე როტაცია განახორციელა. ქვედანაყოფი ევროკავშირის ეგიდით მიმდინარე სამხედრო-საწვრთნელ მისიას (EUTM RCA) ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკის დედაქალაქ ბანგიში, ბაზა „უკატექსზე“ ასრულებდნენ. ქართველი მშვიდობისმყოფელების მთავარ ამოცანას ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა, მოტორიზებული პატრული, კონვოირება და გაცილება წარმოადგენდა. ეროვნული გვარდიის მეხუთე ნაკრები ოცეული მეექვსე ნაკრებმა ოცეულმა ჩაანაცვლა კაპიტან ნიკოლოზ ასანაშვილის მეთაურობით და უფლებამოსილება უკვე გადაიბარა. ეროვნული გვარდია ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკაში მეექვსე როტაციას ახორციელებს.
ბარნის“ ორცხობილა შეჭამა, ამის გამო ქმარმა ცემაში მოკლა - 19 წლის დედის გარდაცვალებამ ყაზახეთი შეძრა
თურქეთმა რუსული S-400 რაკეტებისთვის მყიდველების პოვნა ვერ შეძლო და მათ ჯართში ჩაბარებას გეგმავს
ნატომ რუსეთთან ომის შემთხვევაში გეგმა შეიმუშავა
რუსეთის უზენაესმა სასამართლომ პარტია „იაბლოკო“-ს არჩევნებში მონაწილეობა საბოლოოდ აუკრძალა
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)