17:30 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 23:31:29, 551 ნახვა

კომენტარი
ბარამიძე - ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, ჯაფარიძე უნდა შეეშვას ეჭვიანობას

„ჩვენ გვინდა ოპოზიციის გამარჯვება, ჯაფარიძე უნდა შეეშვას ეჭვიანობას“ , - ამის შესახებ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში „ენმ“-ს წევრმა გია ბარამიძემ განაცხდა.

მან ასევე აღნიშნა, რომ ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის წევრებს სააკაშვილის არცეთი განცხადება არ ეხებოდა და ზურაბ ჯაფარიძეს „ენმ“ კანდიდატს არ დაუყენებს.

“ჩვენ გვინდა, რომ გავიმარჯვოთ ამ ოლქში, ოპოზიციამ გაიმარჯვოს და დაამარცხოს წარსულის მენტალიტეტი გიორგი ვოლსკი. არ გვინდა, ამ ოპოზიციონერმა ისე გაიხადოს თავი, რომ ოპოზიციური სპექტრის ძირითადმა ნაწილმა, რაც არის ნაციონალური მოძრაობის ამომრჩეველი, არ მისცეს მას ხმა, რაც გამოიწვევს, რომ იგი დამარცხდება.

ზურაბ ჯაფარიძეს ვურჩევთ, ზედმეტ ეჭვიანობას თავი დაანებოს. მე მოვისმინე, იგი ამბობს, რომ მიხეილ სააკაშვილმა ჩვენ გვიწოდა პოლიტიკანები, პარტიუკები და ა.შ. ვინმე დაასახელა მიხეილ სააკაშვილმა სახელი და გვარით? თქვა, რომ ზურაბ ჯაფარიძეა პოლიტიკანი და პარტიუკაა გირჩი? რატომ იღებენ თავის თავზე?

აბსოლუტურად, შემიძლია ვთქვა, რომ ეს არ მიემართებოდა ლეიბორისტული პარტიის ოფისის მაგიდის წევრებს” ,  - განაცხადა ბარამიძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
ზურაბიშვილი: ელენე ხოშტარიას, სასწრაფო სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი სამედიცინო დახმარება სჭირდება
ბოკუჩავა: რა თქმა უნდა, ვრჩები ნაციონალურ მოძრაობაში, ვიბრძოლებ ბოლომდე!
გვარამიას თქმით, მოსამართლემ არ დააკმაყოფილა ხოშტარიას მდგომარეობის შესწავლის შუამდგომლობა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics