|
2020-09-25 12:56:20, 566 ნახვა
საზოგადოება
დედაქალაქში ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები განთავსდა
შპს „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ნაგავშემკრები კონტეინერების განთავსებასა და დაზიანებულის ჩანაცვლებას განაგრძობს. ახალი ნაგავშემკრები კონტეინერები ამჯერად, ისნის, სამგორის, გლდანისა და ნაძალადევის რაიონებში განთავსდა. მიმდინარე წლის განმავლობაში, „თბილსერვის ჯგუფმა“ ლითონისა და პლასტმასის 4 000 ნაგავშემკრები კონტეინერი შეისყიდა, რომელიც თბილისის სხვადასხვა უბანში განთავსებულ ურნებს ეტაპობრივად ჩაანაცვლებს. კონტეინერების განაწილების პროცესს „თბილსერვის ჯგუფის“ დირექტორი, რომეო მიქაუტაძე ესწრებოდა. „თბილსერვის ჯგუფი“ დედაქალაქის მასშტაბით, ძველი ნაგავშემკრები კონტეინერების ახლით ჩანაცვლების პროცესს ინტენსიურ რეჟიმში განაგრძობს. მიმდინარე წლის განმავლობაში, უკვე შევცვალეთ დაახლოებით, 4 000 დაზიანებული კონტეინერი. საჭიროებდან გამომდინარე, ურნების ჩანაცვლებას მომავალშიც ვგეგმავთ“, - განაცხადა რომეო მიქაუტაძემ. დედაქალაქის მასშტაბით, სულ 20 000 ერთეული ნაგავშემკრები კონტეინერია განთავსებული.
„ოცნების“ დეპუტატი მიესალმება MMA-ს მებრძოლის მიერ ღირებულებების დასაცავად მოძრაობის შექმნას
გვარამია: MMA მებრძოლის ინიციატივამ შესაძლოა ლინჩის წესით გასამართლება გამოიწვიოს
ივანიშვილის რეჟიმის მხარდამჭერი MMA-ს მებრძოლი ქართული ტრადიციებისა და ღირებულებების დასაცავად მოძრაობას ქმნის
TI: „ოცნებამ“ ჟურნალისტების პარლამენტში აკრედიტაცია ზეწოლის ბერკეტად აქცია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ რუსეთის წინააღმდეგ შორი დისტანციის დარტყმების სამიზნეების სიის განახლება გამოაცხადა
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)