|
2015-01-28 20:27:24, 2166 ნახვა
სამართალი
ლევან მაჭავარიანი: სიმართლე არაა, რომ საპატრულო პოლიციის თანამშრომელი კადრებში ნაჩვენები შემთხვევის გამო გათავისუფლდა
მედიაში დღეს გავრცელებულ ვიდეოსთან დაკავშირებით, კომენტარი გააკეთა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე ლევან მაჭავარიანმა, რომელმაც განაცხადა, რომ აღნიშნული კადრები გადაღებულია 2013 წლის ივნისშია, ქალაქ ბორჯომში და პირი, რომელიც კადრებში ჩანს, საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა კანონის შესაბამისად ადმისტრაციული წესით დააკავა და დააჯარიმა. ლევან მაჭავარიანის განცხადებით, ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თითქოს-და ამ შემთხვევის გამო საპატრულო პოლიციის თანამშრომელი სამსახურიდან გათავისუფლდა, არ შეესაბამება სიმართლეს. მისი განცხადებით, გიორგი ლომსაძემ საპატრულო პოლიცია პირადი განცხადებით დატოვა, ხოლო მისი მეწყვილე დავით გვიმრაძე დაწინაურდა და საპატრულო პოლიციაში მუშაობას დღემდე აგრძელებს. შეგახსენებთ, "ნაციონალურმა მოძრაობამ" დღეს ახალი ვიდეო მასალა გაავრცელა, რომელზეც გადაღებულია კიდევ ფაქტი, სადაც მოქალაქე პოლიციას ეწინააღმდეგება. “ზურა ვარ ბერიკაშვილი, ძალიან დიდ შეცდომას უშვებთ. პოლკოვნიკი ვარ რა დარღვევა”-ასე მიმართავს პირი, რომელიც გააჩერეს საპატრულო პოლიციის თანამშრომელს. კადრებში ასევე ჩანს, რომ მოქალაქე იარაღის ამოღებას ცდილობს, სამართალდამცავების რეაგირების შემდეგ კი ამბობს, რომ მას იარაღი ამოუვარდა.
ოცნების მეგობარმა ირანის პარლამენტმა უცხოური ჩარევის წინააღმდეგ კანონი დაამტკიცა.
რომელი ბრენდი იმსახურებს ჩემპიონს? - ნინა თიბილაშვილის, ქართველი პარალიმპიელი ჩემპიონის ისტორია
კახეთში ფერმერებმა ატამი ნაგავსაყრელზე გადაყარეს, რადგან მისი გაყიდვა ვერ შეძლეს
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)