02:52 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-25 08:12:56, 441 ნახვა

პოლიტიკა
კახა კალაძე: არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ შეცდომაში

"არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ  შეცდომაში"- აღნიშნული განცხადება კახა კალაძემ facecbook-ით ვიდეომიმართვისას გააკეთა. დედაქალაქის მერი ბოლო პერიოდში კონკრეტული მედიასაშუალებების მიერ გაჟღერებულ ბრალდებას გამოეხმაურა.

„მოგესალმებით ყველას, ვინც დღევანდელ ვიდეომიმართვას ელოდება იმისთვის, რომ გაიგოს სიმართლე და მათაც, ვინც ეს სიმართლე მაყურებელს დაუმალა. ყოველდღიურად სხვადასხვა მედიასაშუალებით ვრცელდება უამრავი ცრუ ინფორმაცია, შეიძლება ითქვას, რომ ფეიკნიუსებმა წალეკა მედიასივრცე.  ეს  პრობლემაა არა მხოლოდ საქართველოსთვის. თქვენ იცით, რომ ცრუ ინფორმაციას ებრძვის მთელი მსოფლიო. ჩერჩილს აქვს ასეთი გამოთქმა - „ტყუილი ასწრებს ნახევარი მსოფლიოს შემოვლას, მაშინ როცა სიმართლეს ჯერ შარვალიც არ ჩაუცვამსო“. ასეა, სამწუხაროდ, ტყუილი კარგად საღდება, ამიტომ, არასდროს  უნდა დაგვეზაროს სიცრუისა და დეზინფორმაციის მხილება. ნუ გვგონია, რომ სიმართლის თქმა ზოგჯერ ზედმეტია. რა ვქნათ, ვუსმინოთ როგორ გვატყუებენ, როგორ ცდილობენ შექმნან გამოგონილი რეალობა? ჩემი პასუხი უკვე იცით - არ შევეგუებით ტყუილს, ყოველთვის დავუპირისპირდებით სიცრუეს და არ მივცემთ საშუალებას დეზინფორმატორებს, მოსახლეობა შეიყვანონ  შეცდომაში. თქვენ კი, ვინც ახლა მიყურებთ, კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ - არ გაჩუმდეთ დეზინფორმაციაზე, რადგან დუმილი ასაზრდოებს ბოროტებას“, - განაცხადა დედაქალაქის მერმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics