19:57 - 27 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-23 11:59:43, 603 ნახვა

მსოფლიო
ალექსეი ნავალნი - კარგი ვერსიაა, სამზარეულოში „ნავიჩოკი" ჩემით მოვხარშე, თვითმფრინავში მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში

თავად მოვხარშე სამზარეულოში „ნავიჩოკი", თვითმფრინავში მოვწრუპე და ჩავვარდი კომაში, - ასე ეხმაურება რუსი ოპოზიციონერი ალექსეი ნავალნი რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განცხადებას, სადაც პუტინმა აღნიშნა, რომ ნავალნის შეეძლო თავად მოეწამლა თავი.

აღნიშნულ განცხადებას ნავალნი სოციალურ ქსელში წერს.

„ვლადიმერ პუტინმა განუცხადა ფრანგ კოლეგას, რომ „ნავალნის შეეძლო, რომ თავად გადაეყლაპა საწამლავი“

კარგი ვერსიაა, ვთვლი, რომ იმსახურებს შესწავლას, თავად მოვხარშე სამზარეულოში „ნავიჩოკი“, წყნარად მოვწრუპე თვითმფრინავში და ჩავვარდი კომაში. მანამდე მოველაპარაკე მეუღლეს, მეგობრებსა და კოლეგებს, რომ თუ ჯანდაცვის სამინისტრო დაჟინებით მოითხოვდა, რომ სამკურნალოდ გერმანიაში გადავეყვანე, მათ არ უნდა დაეშვათ ეს. ომსკის საავადმყოფოში სიკვდილი და ომსკის მორგში მოხვედრა, სადაც სიკვდილის მიზეზად დაადგენდნენ, რომ „საკმარისი ვიცხოვრე“, - აი ჩემი ეშმაკური გეგმის საბოლოო მიზანი. პუტინმა მე მომიგო. მას ასე ადვილად ვერ გააცურებ. საბოლოოდ, მე, როგორც სულელს კომაში ყოფნა 18 დღე მომიწია, მაგრამ ჩემს მიზანს ვერ მივაღწიე, პროვოკაცია არ გამომივიდა“, - წერს ნავალნი "ინსტაგრამზე".





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
უკრაინის უსაფრთხოების სამსახურმა ერთ თვეში მეორე დარტყმა განახორციელა ნავთობის სატუმბი სადგურზე, რომელიც მოსკოვს საწვავს ამარაგებდა
ალიანსი: რეჟიმმა უნდა იცოდეს, რომ ელენეს ჯანმრთელობის დაზიანებისთვის მოუწევთ პასუხისგება
ირანი აშშ-ს დაბომბვის შემდეგ ბაჰრეინს დაესხა თავს
ტეხასის შტატში სკოლებში ბიბლიის სავალდებულო შესწავლა დამტკიცდა, გადაწყვეტილებას აშშ-ს საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩივრებენ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics