|
2020-09-22 13:40:27, 587 ნახვა
პოლიტიკა
ოთარ კახიძე - მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის კოალიციური ოპოზიციური ერთობით დამარცხება არ სურს
მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, კოალიციური ოპოზიციური ერთობით არ სურს , - ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ ქუთაისის მაჟორიტარობის კანდიდატის, ოთარ კახიძემ განაცხადა. კახიძემ აღნიშნა, რომ სააკაშვილი და ივანიშვილი ერთმანეთს კვებავენ და მიხეილ სააკაშვილი ელოდება ისეთ მომენტს, როცა ხალხი დაიღლება და მის გარდა ალტერნატივას ვერ დაინახავს. „მიხეილ სააკაშვილი არ მგონია ისეთი ტიპის პოლიტიკური ფიგურა, რომელიც ვინმეს ჭკუაზე დადის და ვინმეს წაქეზებით. ის საკმაოდ გამოცდილი პოლიტიკოსია და ამას შეგნებულად აკეთებს. მინდა ხაზი გავუსვა, მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება, კოალიციური ოპოზიციური ერთობით, რომელიც მთავრობაში მოვა, არ სურს. მიხეილ სააკაშვილს ბიძინა ივანიშვილის დამარცხება არ სურს, მას სურს თვითონ გახდეს მმართველი. ეს ორი სხვადასხვა რამაა. ასეთ წარმოდგენას, რომ ბიძინა და მიშა არიან მხოლოდ პოლიტიკურ სპექტრში, რასაც ბიძინა ამბობს, ამას როდესაც იმეორებს მიშა, ეს ნიშნავს, რომ ისინი ერთმანეთს კვებავენ. ბიძინას ხელისუფლების შენარჩუნება უნდა, მიშა კი ისეთ მომენტს ელოდება, როცა ხალხი იმდენად დაიღლება, რომ მის გარდა ალტერნატივას ვერ დაინახავს. ეს ფუჭი მოლოდინია“, - განაცხადა ოთარ კახიძემ.
ივანიშვილის რეჟიმი ტუტუშკების მორალის პოლიციას აყალიბებს, რომლებიც მოქალაქეებს ღიად გაუსწორდება
რეჟიმის შსს ადასტურებს აქცის 10 მონაწილის დაკავებას ბანერების გამო
ბანერების გამო საპროტესტო აქციის მონაწილეები დააკავეს, პოლიციამ მომიტინგეებს სცემა
ბანერის ჭერის გამო თორნიკე თოშხუა წვრილმანი ხულიგნობის მუხლით დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)