|
2020-09-19 14:26:05, 567 ნახვა
პოლიტიკა
აქცია შსს-თან - ენმ ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე გახშირებულ ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებს
პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქციას მართავენ. აქციის მონაწილეები ბოლო პერიოდში ოპოზიციურად განწყობილ მოქალაქეებზე გახშირებულ ზეწოლის ფაქტებს აპროტესტებენ. „გუშინ მოხდა ძალადობრივი თავდასხმა ჩვენი საბურთალოს შტაბის წევრზე და ბიძინა ივანიშვილის მმართველობის ეს 8 წლიანი რეჟიმი გვირგვინდება იმით, რომ რეალურად, ნიღბიანი ადამიანები პოლიტიკური ნიშნით დევნიან, ცემენ და აყენებენ სხეულის მძიმე დაზიანებას ჩვენი შტაბის ერთ-ერთ წევრს. ვფიქრობ, ეს არის ის აგონია, რომელიც აქვს რეალურად დღევანდელ ხელისუფლებას. მათ ჰგონიათ, რომ გავა დრო და ადამიანები დაშინდებიან. მე ყოველდღე ვესაუბრები ამ ადამიანებს და არავითარი შიში არ არის, უფრო მეტად ბრაზდება ხალხი. დაუყონებლივ გამოიძიონ ეს საქმე, დააკავონ ის ადამიენბი, რომლებიც დაესხნენ თავს ჩვენი შტაბის წევრს, მოხდეს საქმეზე შსს-ს მხრიდან რეაგირება. უნდა ესმოდეს ბიძინა ივანიშვილსა და მის რეჟიმს, რომ ყველაფერი მათ წინააღმდეგ მობრუნდება“, - განაცხადა ხატია დეკანოიძემ ტელეკომპანია „ფორმულასთან“ საუბარში. შეგახსნებთ, რომ გუშინ, გვიან ღამით „ნაციონალური მოძრაობის“ საბურთალოს შტაბის წევრზე, ლაშა ცუცქირიძეზე თავდასხმა მოხდა.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)