|
2015-01-05 13:55:58, 5355 ნახვა
სამართალი
შსს-მ ვიდეოზე გადაღებული საგზაო წესების დამრღვევი მძღოლები დააჯარიმა
„საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლები დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა“, - ამის შესახებ შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ნინო გიორგობიანი სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე წერს. გიორგობიანმა ვიდეოს გადამღებს მადლობა გადაუხადა და დაწერა, რომ მსგავს ფაქტებზე საპატრულო პოლიცია რეაგირებას ყოველთვის მოახდენს. „საპატრულო პოლიციის დეპარტამენტმა რამდენიმე დღის წინ სოციალურ ქსელში, კერძოდ, Youtube-ზე გავრცელებულ ვიდეორგოლში ასახული რვა დამრღვევი ავტომანქანის მძღოლები დაადგინა და კანონის ფარგლებში რეაგირება მოახდინა. ორი მათგანი უკვე დაჯარიმდა. „ბე-ემ-ვე“-ს მარკის ავტომანქანა, რომლიც ქვეითად მოსიარულეს დაეჯახა და ეს ფაქტი ასევე ასახულია ვიდეორგოლში, დღემდე საჯარიმო ავტოსადგომზე იმყოფება. იმ შემთხვევაში, თუ დაზარალებული მოქალაქე განცხადებს, რომ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სხეულის დაზიანება მიიღო, დამრღვევი მძღოლის მიმართ აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე. მინდა მადლობა გადავუხადო ამ ვიდეოს ავტორს, კარგია რომ ასეთი დარღვევა გამოავლინა. საპატრულო პოლიცია ყოველთვის ახდენს რეაგირებას ნებისმიერი სახის დარღვევაზე და ყველა დამრღვევი მძღოლი კანონის შესაბამისად დაისჯება“, - წერს გიორგობიანი.
უკრაინამ პირველად გამოიყენა ბრიტანული დრონები რუსეთის სიღრმეში საჰაერო დარტყმებისთვის
რუსეთში იმპორტირებული ინდური ბენზინი რუსულ ბენზინზე ორჯერ ძვირი აღმოჩნდა
დეზინფორმაციული კამპანიით ცდილობენ ეჭვქვეშ დადგეს გელათის გადახურვის საკითხი – კომიტეტი
კობა ფარტენაძის თქმით, მას ბათუმში თავს კიდევ ერთხელ დაესხნენ
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა იანვრის ბოლოდან უკრაინის ტერიტორიის 600 კვადრატულ კილომეტრზე მეტი გაათავისუფლეს
პუტინი უკრაინასთან ერთად, მოლდოვას დაპყრობის ოპერაციას ამზადებს -New York Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)