16:25 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-19 13:20:05, 632 ნახვა

საზოგადოება
თიანეთის მერის მძღოლი, რომელმაც გუშინ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ კომატოზურ მდგომარეობაშია

თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის მძღოლი, რომელმაც გუშინ მასზე განხორციელებული ზეწოლის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, კვლავ კომატოზურ მდგომარეობაშია.

აღნიშნულის შესახებ 23 წლის გიორგი ხუმარაშვილის ექიმმა ისაუბრა.

 „გართულებებს ღამის განმავლობაში ადგილი არ ჰქონია. ისევ მძიმე მდგომარეობაში რჩება პაციენტი. ოპერაციულ ჩარევაზე ჯერ საუბარი არ არის. იმყოფება კომატოზურ მდგომარეობაში. არის თავის ტვინის ჰიპოქსიური დაზიანება, ველოდებით ნერვოლოგიურ შედეგებს“, - განაცხადა ექიმმა.

ცნობისთვის, ოჯახის განცხადებით, 23 წლის ბიჭზე „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ზეწოლას ახდენდნენ, რათა ხელისუფლებისთვის თიანეთის მერის, თამაზ მეჭიაურის შესახებ კონფიდენციალური ინფორმაცია მიეწოდებინა. მათი თქმით, მეჭიაურის მძღოლს კონფიდენციალური ინფორმაციის მიწოდებას შალვა კერესელიძე და ზურაბ ბექაური აიძულებდნენ. 23 წლის გიორგი ხუმარაშვილმა გუშინ თვითმკვლელობა სცადა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ თიანეთის მუნიციპალიტეტში მომხდარ თვითმკვლელობის მცდელობამდე მიყვანის ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics