|
2020-09-18 23:14:24, 605 ნახვა
პოლიტიკა
რესან კონცელიძე და ტიტე აროშიძე მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ
„ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი, რესან კონცელიძე და აჭარის უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატი, ტიტე აროშიძე, მოსახლეობასთან წინასაარჩევნო შეხვედრებს განაგრძობენ. ამჟამად, მაჟორიტარობის კანდიდატების მორიგი შეხვედრა მამია ვარშანიძის, ახმეტელისა და თავდადებულის ქუჩის მცხოვრებლებთან შედგა. მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე, საარჩევნო კანდიდატებმა, მოსახლეობის საჭიროებებისა და არსებული პრობლემების შესახებ ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა იმ საკითხების მოგვარებაზეც, რომელსაც ადგილობრივები მოითხოვენ. აგრეთვე, საუბარი შეეხო რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს. „ადგილობრივმა ხელისუფლებამ რეგიონში არაერთი მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა. თუმცა, არსებობს რიგი პრობლემური საკითხები, რომლის მოგვარებასაც ვაპირებ მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში, ადგილობრივ და ცენტრალურ ხელისუფლებასთან ერთად„- განაცხადა რესან კონცელიძემ. წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ინდივიდუალური, ასევე გაფართოებული და თემატური შეხვედრები გაიმართება.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)