22:21 - 26 Jul, 2026
|
2020-09-18 17:28:11, 623 ნახვა
პოლიტიკა
მევახშეების ადგილი პარლამენტში არ არის - „ქართული მარში“ „ლელოს“ წინააღმდეგ
„ქართულმა მარშმა“ „ლელო საქართველოს“ ვაკის ოფისთან აქცია გამართა. მარშის წარმომადგენლებმა პარტიის ლიდერის, მამუკა ხაზარაძის პარლამენტში ყოფნა გააპროტესტეს. „მევახშეების ადგილი პარლამენტში არ არის“, - ამის შესახებ „ქართული მარშის“ წევრმა გიორგი გიგაურმა განაცხადა. მისივე ინფორმაციით, „ლელოს“ თავჯდომარე მამუკა ხაზარაძე ერთ-ერთი ყველაზე დიდი დამნაშავეა საქართველოს უახლეს ისტორიაში. „მევახშეების ადგილი პარლამენტში არ არის. მარტივია მისი განზრახვის ამოცნობა, ის ცდილობს მოიპოვოს დეპუტატის იმუნიტეტი, სწორედ ამიტომ ცდილობს არჩევნებში გამარჯვებას და არანაირი საქართველოს ბედი არ აინტერესებს. მამუკა ხაზარაძე არის ერთერთი ყველაზე დიდი დამნაშავე საქართველოს უახლეს ისტორიაში და მართლმსაჯულებას ვერ გაექცევა“, - აცხადებს გიგაური.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოში 90 ადამიანი პოლიტიკური პატიმარია
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ომი უკრაინაში
რუსეთმა კიევზე სარაკეტო იერიში მიიტანა
ზელენსკიმ უკრაინაში 10 000 კმ-მდე მოქმედების რადიუსის მქონე დრონების შესახებ განაცხადა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|



ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)