|
2020-09-18 14:16:38, 840 ნახვა
კომენტარი
ბოკუჩავა თურნავას: ივანიშვილი რომ ზევსი გგონიათ, ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, სინამდვილეში ჩვეულებრივი თაღლითია
ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია, - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის" წევრმა, თინა ბოკუჩავამ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც ეკონომიკის მინისტრ ნათია თურნავას უსმენენ. ბოკუჩავამ ეკონომიკის მინისტრს მიმართა და აღნიშნა, რომ ივანიშვილმა მოსახლეობას სიღარიბისა და სიდუხჭირის გარდა არაფერი მისცა. „მითოლოგიაზე საუბრობდით ქალბატონო ნათია და ზევსი რომ გგონიათ ოლიმპოს მთაზე მოკალათებული, ის ადამიანი სინამდვილეში ერთი ჩვეულებრივი თაღლითია, რომელიც ოქროს კოშკებს ჰპირდებოდა საქართველოს მოსახლეობას და არაფერი მისცა სიღარიბის, სიდუხჭირის და უპერსპექტივობის გარდა. 31 ოქტომბერს გარწმუნებთ, რომ ქართველი ხალხი ამ სიღარიბეს, სიდუხჭირეს და უპერსპექტივობას აუცილებლად დაასრულებს“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)