20:23 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 12:35:38, 660 ნახვა

კომენტარი
ბოკუჩავა IRI-ის კვლევაზე: გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, თინა ბოკუჩავა აცხადებს, რომ IRI-ის კვლევაში მაღალია იმ ამომრჩეველთა რაოდენობა, ვისაც არ გადაუწყვეტია ვის მისცემს ხმას.

ბოკუჩავას თქმით, აღნიშნული გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება.

„ძალიან მაღალია გადაუწყვეტელი ამომრჩევლის მაჩვენებელი, რაც იმაზე მიუთითებს ,რომ საზოგადოება ღიად ვერ აფიქსირებს თავის პოზიციას ოპოზიციური პარტიების მიმართ.

ეს გადაუწყვეტელი ამომრჩეველი ხელისუფლების ცვლილებას ელოდება, რაც ნათლად აისახება 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგზე”, - განაცხადა ბოკუჩავამ.

ცნობისთვის, საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის შედეგების მიხედვით, კითხვაზე, ამ კვირას რომ არჩევნები ტარდებოდეს, საზოგადოების 36% ხმას „ქართულ ოცნებას“, 15% „ნაციონალურ მოძრაობას“, 4% კი, „ევროპული საქართველოს", დაუჭერს მხარს.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
ნინო ლომჯარია TV იმედს სასამართლოში უჩივის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics