|
2020-09-17 12:17:28, 626 ნახვა
კომენტარი
გიორგი კანდელაკი: ევროპარლამენტის რეზოლუციის სიმჭახე აჩვენებს, რომ ცვლილებებისთვის საქართველოს მეგობრებიც მზად არიან
ევროპული საქართველოს წევრი, გიორგი კანდელაკი, ევროპარლამენტის მიერ რეზოლუციის მიღებას და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის, არჩილ თალაკვაძის განცხადებას ეხმაურება. გიორგი კანდელაკის თქმით, ეს არის უპრეცენდენტო რეზოლუცია, რომელიც ხმათა აბსოლუტური უმრავლესობით იქნა მიღებული. კანდელაკის თქმით, რეზოლუცია პირდაპირ მოუწოდებს საქართველოს მთავრობას რომ ის რაც ხდებოდა წინა არჩევნებზე აღარ მოხდეს წელს. „მინდა პირველ რიგში გამოვეხმაურო პარლამენტის სპიკერის განცხადებას, თითქოს ევროპარლამენტის გუშინდელი რეზოლუცია, რომელიც ხმების დიდი უმრავლესობით არის მიღებული და გამოხატავს მთლიანად ევროპარლამენტის აზრს, არის ქართული ოცნების ქება და ხოტბა. ალბათ ბატონი თალაკვაძე რომელიმე სხვა პარლამენტში ადევნებდა თვალს დებატებს, მაგალითად რუსეთის დუმაში, სადაც ქართული ოცნების მეგობრები, მაგალითად ბატონი გავრილოვი, ძალიანაც კმაყოფილია ქართული ოცნების მთავრობის საქმიანობით. არ ვიცი დუმამ მიიღო თუ არა რაიმე დოკუმენტი საქართველოში არსებული სიტუაციის შესახებ, თუმცა ბატონ თალაკვაძეს ვურჩევდი კარგად წაიკითხოს ევროპარლამენტის გუშინ მიღებული რეზოლუცია“, - განაცხადა კანდელაკმა.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)