17:27 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-17 10:33:29, 640 ნახვა

საზოგადოება
არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა აქტიურად მიმდინარეობს

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე გიორგი ხანიშვილი, შიდა ქართლის რეგიონის რწმუნებულის მოადგილესთან, ნუგზარ სამხარაძესთან ერთად ხილის გადამმუშავებელ კომპანიაში „გსქ კულა“ იმყოფებოდა, სადაც არასტანდარტული ვაშლის მიღების პროცესს გაეცნო.

 „გსქ კულა“  არასტანდარტული ვაშლის  რეალიზაციის ხელშეწყობის საკოორდინაციო შტაბში რეგისტრირებული კომპანიაა.

„დღეისათვის არასტანდარტული ვაშლის რეალიზაციის ხელშეწყობის  პროგრამაში ჩართული 9 კომპანიის მიერ გადამუშავებულია 2,000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი. მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის ფაქტიც რომ, წლიდან წლამდე უმჯობესდება ქართული გადამმუშავებელი სექტორის მდგომარეობა, ხდება ტექნიკური გადაიარაღება და ავტომატიზაცია. რაც ერთის მხრივ პროდუქციის თვითღირებულებას აიაფებს და კონკურენტუნარიანს ხდის, მეორეს მხრივ ზრდის სტანდარტებს, რომლითაც ქართული პროდუქცია თავისუფლად შედის მსოფლიო ბაზრებზე.“ -განაცხადა გიორგი ხანიშვილმა

კომპანიის დირექტორის ივანე გოგლიძის განცხადებით,  „გსქ კულა“ პროგრამის დაწყებიდან ჩაერთო ვაშლის ჩაბარების პროცესში. უკვე მიღებული და გადამუშავებულია 700 ტონაზე მეტი ვაშლი. საწარმო იბარებს როგორც არასტანდარტულ ისე სტანდარტულ ვაშლს. კომპანიას დღე-ღამეში 200 ტონა ნედლეულის  გადამუშავების სიმძლავრე გააჩნია.

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე  0.10 ლარის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.  სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც  2020 წლის 1 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 0.22 ლარად შეისყიდიან.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics