20:52 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-16 17:19:08, 1027 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო - საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს

საქართველო საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ ყველა პირობა არსებობს იმისთვის, რომ საზღვარგარეთ საპარლამენტო არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს.

მინისტრის მოადგილემ ისაუბრა იმაზეც, თუ რა შემთხვევაში შეუძლია საზღვარგარეთ მყოფ საქართველოს მოქალაქეს არჩევნებში მონაწილების მიღება და განაცხადა, რომ ამისთვის აუცილებელია პირი საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფებოდეს.

„საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურად თანამშრომლობს ცესკოსთან, რათა საზღვარგარეთ მყოფმა საქართველოს მოქალაქეებმა შეძლონ არჩევნებში მონაწილეობის მიღება. საგარეო საქმეთა სამინისტრო აკვირდება თითოეულ ქვეყანაში არსებულ ეპიდემიოლოგიურ ვითარებას და მის ხელთ არსებულ ინფორმაციას გადასცემს ცესკოს. საზღვარგარეთ არჩევნების ჩატარების ყველა წინაპირობა არსებობს. იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქემ არჩევნებში მონაწილეობა მიიღოს, აუცილებელია იმყოფებოდეს საკონსულო აღრიცხვაზე. აღრიცხვაზე დადგომა შესაძლებელია არა უგვიანეს მიმდინარე წლის 10 ოქტომბრისა.

დღევანდელი მონაცემებით საკონსულო აღრიცხვაზე იმყოფება 52 765 საქართველოს მოქალაქე. საკონსულო აღრიცხვაზე ყველაზე მეტი საქართველოს მოქალაქე იმყოფება საბერძნეთში, ზერბაიჯანში, აშშ-ში, უკრაინასა და ესპანეთში“, - განაცხადა მინისტრის მოადგილემ.





ავტორი: ცოტნე ტალახაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2019 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics