|
2020-09-16 13:46:05, 1016 ნახვა
კომენტარი
გია ვოლსკი - ოპოზიციის მხრიდან მართლმსაჯულების სისტემის რეფორმირებაზე შეთანხმება პროპაგანდისტული ფანდია
რასაკვირველია, ეს ტრიუკი, პროპაგანდისტული ფანდია, - ასე ეხმაურება პარლამენტის ვიცე-სპიკერი გია ვოლსკი ოპოზიციური პარტიების მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, შეთანხმებას ხელი იმ ოპოზიციურმა პარტიებმა მოაწერეს, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ. „ვიღაცამ ირონიულად თქვა, რად უნდათ მემორანდუმი, სიტყვა თქვან, ეს ხომ ის ხალხია, სიტყვას არასდროს რომ არ არღვევს და ფურცელზე ხელმოწერა რა საჭიროაო. ეს ხუმრობაა, მაგრამ რეალობაა ის, რაც უნდა გავაანალიზოთ. ეს ის ადამიანები არიან, რომლებიც საკუთარი პარტიული ორგანიზაციების ზედაპირზე შენარჩუნებას ცდილობენ. აქედან გამომდინარე, ხშირად, ე.წ. ივენთებს აწყობენ ხელის მოწერის, ხან განცხადებების და თითქოს, ხელისუფლების სათავეში უკვე მოსულები არიან. რასაკვირველია, ეს ტრიუკი, პროპაგანდისტული ფანდია და ამ ყველაფერზე საზოგადოებას საკმაოდ მკაფიო სურათი აქვს. არ მგონია, რომ ვინმე შეაცდინონ“, - განაცხადა გია ვოლსკიმ. შეგახსენებთ, რომ ოპოზიციური პარტიებმა - „ევროპულმა საქართველომ“, „ნაციონალური მოძრაობამ“, „სტრატეგია აღმაშენებელმა“, „ერთიანი საქართველომ“ და „გირჩმა“ მართლმსაჯულების სისტემაზე შეთანხმებას მოაწერეს ხელი.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)