|
2020-09-16 12:26:57, 688 ნახვა
კომენტარი
რომან გოცირიძე - მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის მართვა, ვიდრე ბიუჯეტის არნახული დეფიციტი გვექნება
ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის, რომან გოცირიძის განცხადებით, მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა ლარის მართვა უნდა შეაჩეროს. მისი თქმით, წინააღმდეგ შემთხვევაში ქვეყანას ბიუჯეტის არნახული დეფიციტი ექნება. „მთავრობამ და ეროვნულმა ბანკმა უნდა შეაჩეროს ლარის მართვა. მიზეზი არის ძალიან ბევრი, მათ შორის ის, რაც იყო კორონავირუსის პანდემიამდე, ინვესტიციების კლება და ქვეყნის ეკონომიკური კლიმატის გაუარესება, მაგრამ კონკრეტულ ამ შემთხვევაში დაემატება ბიუჯეტის არნახული დეფიციტი. მარტივად რომ ვთქვათ, ისესხა ფული მთავრობამ მილიარდ ნახევარი დოლარი რაც არის 5 მილიარდი ლარი, ამ ლარს უშვებს მიმოქცევაში, რომელიც აუცილებლად გამოიწვევს ლარის გაუფასურებას, მაგრამ ის დოლარები, რომლებიც შემდეგ ეროვნული ბანკის რეზერვუარებში იქნა თავმოყრილი საგარეო ვალის სახით, ეროვნული ბანკი ვალდებულია განახორციელოს ინტერვენციები“, - განაცხადა რომან გოცირიძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)