|
2020-09-16 11:20:34, 893 ნახვა
კომენტარი
კახა კალაძე - ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია უწევს ორგანიზებას სხვადასხვა კონცერტებს, არ შეესაბამება სიმართლეს
ინფორმაცია, თითქოს თბილისის მერია უწევს ორგანიზებას სხვადასხვა კონცერტებს, არ შეესაბამება სიმართლეს, - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის სხდომაზე განაცხადა. მინვე მოუწოდა ღონისძებების ორგანიზატორებს, რომ დაიცვან ყველა ის მოთხოვნა და რეგულაცია, რომელსაც მოუწოდებენ ჯანდაცვის სფეროს წარმომადგენლები. „ვრცელდება ცრუ ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს თბილისის მერია ორგანიზებას უწევს სხვადასხვა სახის კონცერტებს, ღონისძიებებს, მინდა აღვნიშნო, რომ თითოეულ ღონისძიებას ჰყავს თავისი ორგანიზატორი და ის ვალდებულია, დაიცვას ყველა ის მოთხოვნა და შეასრულოს ყველა ის რეგულაცია, რომელზეც მოგვიწოდებენ ჯანდაცვის სისტემის წარმომადგენლები. ეს აუცილებელია ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე. შესაბამისად, ის ცრუ ინფორმაცია, თითქოს მერია უკეთებს ამ ყველაფერს ორგანიზებას სიმართლეს არ შეესაბამება“, - განაცხადა კახა კალაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)