01:24 - 20 Aug, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 12:52:30, 1407 ნახვა

რეგიონი
სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს

სამცხე-ჯავახეთის რწმუნებული ბესიკ ამირანაშვილი პედაგოგებს, მოსწავლეებსა და მშობლებს ახალი სასწავლო წლის დაწყებას ულოცავს.

როგორც ბესიკ ამირანაშვილი აცხადებს, პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განახლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით.

„ძვირფასო პედაგოგებო,მოსწავლეებო, მშობლებო მინდა მოგილოცოთ ახალი სასწავლო წლის დაწყება.ვულოცავ პირველკლასელებს, პირველ ნაბიჯებს დგამთ სკოლაში მინდა გისურვოთ დიდი განათლების მიღება ქვეყნის საკეთილდღოდ. მინდა მივულოცო ჩვენს მომავალ თაობას, სტუდენტებს, ჩვენი ქვეყნის მომავალს, გრძელი და საინტერესო გზის დაწყება. ჩვენს ქვეყანას განათლებული და ძლიერი ახალგაზრდები სჭირდება, ჩვენი ხვალინდელი დღე ხართ და მომავალი თქვენს ხელშია. სასწავლო წლის დაწყებას ვულოცავ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებათა აღსაზრდელებს და მასწავლებლებს. ამ დღეს განსაკუთრებულად ვულოცავ ჩვენი რეგიონის მასწავლებლებს და მათ მოსწავლეებს.

სასწავლო წელი მოულოდნელობებით იყო სავსე, თუმცა პედაგოგებმა გამოწვევას თავი კარგად გაართვეს, რისი წყალობითაც მოსწავლეებმა ეროვნული სასწავლო გეგმით გათვალისწინებული პროგრამები წარმატებით დაძლიეს რეგიონის პედაგოგებს დიდი მადლობა დისტანციური სწავლების პროცესში გაწეული დაუღალავი შრომისთვის! საქართველოს მთავრობა და განათლების სისტემა მზად არის როგორც საკლასო ოთახებში, ასევე, დისტანციურად სასწავლო პროცესის დასაწყებად. მთელი ზაფხულის განმავლობაში სამინისტრო ამისათვის ინტენსიურად მუშაობდა. პანდემიის პირობებში სასწავლო პროცესის უსაფრთხოდ განახლებისთვის სამცხე-ჯავახეთის რეგიონში არსებული საჯარო და კერძო სკოლები სრულად უზრუნველყოფილია პირბადეებით, დეზობარიერებით, ზედაპირების სადეზინფექციო სითხეებითა და დისტანციური თერმომეტრებით. კიდევ ერთხელ, გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას, გისურვებთ წარმატებებით გაგვევლოს ეს სასწავლო წელიც!," - განაცხადა ბესიკ ამირანაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics