19:26 - 26 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-15 07:55:25, 826 ნახვა

პოლიტიკა
„ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ბაზრობის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდა

„ქართული ოცნების" ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი რესან კონცელიძე, აჭარის ა/რ უმაღლესი საბჭოს მაჟორიტარობის კანდიდატთან, ტიტე აროშიძესთან და აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრ ჯაბა ფუტკარაძესთან ერთად, „სავაჭრო ცენტრი - 2009"-ში, ბაზრობის ხელმძღვანელობას და მოვაჭრეებს შეხვდნენ.

საუბარი შეეხო მათ საჭიროებებს, დასაქმებულების პრობლემებს და გადაჭრის გზებს. აგრეთვე, ყურადღება გამახვილდა ვირუსის პრევენციის საჭირო ღონისძიებებზე.

აღინიშნა, რომ წელს რეგიონის მთავრობამ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, კორონავირუსის გავრცელებასთან დაკავშირებით გამოცხადებული პანდემიის ფონზე, შექმნილი ეკონომიკური მდგომარეობა გაითვალისწინა და მცირე მეწარმეების ხელშეწყობის მიზნით, მოიჯარეები ძირითადი საიჯარო გადასახადებისგან, 5 თვის ვადით გაათავისუფლა.

„სავაჭრო ცენტრი-2009" ფუნქციონირებას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებს. ამ პერიოდის განმავლობაში ყოველდღიურად ტარდება ვირუსის საპრევენციო ღონისძიებები, მოვაჭრეთა საქმიანობა ყველა საჭირო რეგულაციებისა და რეკომენდაციების დაცვით ხორციელდება. აღნიშნულ სავაჭრო ცენტრში, ჯამში, დასაქმებულია 4 ათასამდე ადამიანი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
აშშ-ის კონგრესმა ტრამპის შვილის ბარონის დაკითხვა მოითხოვა
აშშ-ის განცხადებით, ირანის საზღვაო ბლოკადა გრძელდება
საქართველოს განათლების სამინისტრომ სკოლის ფორმების ფასები დაამტკიცა
ევროკავშირმა სანქციები დააწესა რუსულ „ინტერ რაოზე“, რომელიც ირიბად ფლობს ენერგეტიკულ აქტივებს საქართველოში
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics