|
2020-09-14 18:32:30, 1830 ნახვა
რეგიონი
ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ საჯარო და კერძო სკოლებს საჩუქრად წიგნები გადასცა
ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მუნიციპალიტეტში მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას, ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, საჩუქარი მოუმზადა და მათ 28 დასახელების მხატვრული ლიტერატურა შეუძინა. წიგნები ქალაქ ბოლნისის N5, სოფელ ბოლნისისა და სოფელ ტალავერის N1 საჯარო სკოლებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერმა პირადად გადასცა. აღნიშნული აქციის მიზანი მუნიციპალიტეტის მასშტაბით არსებული სკოლების ბიბლიოთეკების ფონდის გაზრდა და მოსწავლეებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაციაა. ,,ახალი სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მერიამ მუნიციპალიტეტის მასშტაბით მოქმედ ყველა საჯარო და კერძო სკოლას საჩუქრად მხატვრული ლიტერატურა გადასცა. ვფიქრობ, ეს ჩვენი სკოლების ბიბლიოთეკების ფონდს უდავოდ გაამდიდრებს. იმედი მაქვს, რომ მოსწავლეები ამ შესანიშნავ ნაწარმოებებს აქტიურად გაეცნობიან. მინდა თოთოეულ მოსწავლეს სკოლის დაწყება მივულოცო და მათ წარმატებული სასწავლო წელი ვუსურვო. ბოლნისის მუნიციპალიტეტი ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევს განათლებას და ვფიქრობთ, განათლებული და ერუდირებული ახალი თაობისთვის აუცილებელია ახალგაზრდებში მხატვრული ლიტერატურის პოპულარიზაცია”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტიტეტის მერმა დავით შერაზადიშვილმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)