19:31 - 27 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 16:17:08, 1631 ნახვა

საზოგადოება
„გადაიღე საქართველოში“ - Universal Pictures საქართველოთი კვლავ დაინტერესებულია

საერთაშორისო კინო ინდუსტრიაში წამყვანი Universal Pictures კვლავ დაინტერესებულია საქართველოში ფილმის წარმოებით. კომპანიის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური ფრენჩაიზისთვის "ფორსაჟი" სცენების თბილისში გადაღების შემდეგ, ქვეყანას ესტუმრებიან გამოცდილი ამერიკელი სკაუტები ლორი ბარტონი, პიტერ გლუკი და ილტ ჯონსი.

ვიზიტი ხორციელდება სააგენტოს „აწარმოე საქართველოში", USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის, საქართველოს კინემატოგრაფიის ეროვნული ცენტრისა და საქართველოს კინოკლასტერის თანამშრომლობის ფარგლებში.

სკაუტები გაეცნობიან საქართველოს კრეატიულ ინდუსტრიას და მის პოტენციალს. ამასთანავე, ისინი მოინახულებენ გადასაღებად საინტერესო ადგილებს ქვეყნის მასშტაბით. სკაუტებისთვის შედგენილი ტური 14-18 სექტემბერს ტარდება და სტუმრებს საშუალებას აძლევს მოინახულონ გორი, ვარძია, ქვიშხეთი, ანანური, ყაზბეგი და რამდენიმე ღირსშესანიშნავი ადგილი კახეთში.

ვიზიტის ბოლოს კი ფუნიკულიორის ღონისძიებათა დარბაზში გაიმართება მასტერკლასი შემოქმედებით ინდუსტრიაში ჩართული და დაინტერესებული პირებისთვის. Universal Pictures-ის წარმომადგენლები საზოგადოებას გაუზიარებენ საკუთარ გამოცდილებას. ასევე, ისინი ისაუბრებენ ლოკაციების დათვალიერებისა და შერჩევის სპეციფიკაზე.

საქართველოში კინო ინდუსტრიის განვითარებისა და ხელშწყობის მიზნით, აღნიშნული ტურის მეორე ეტაპიც იგეგმება 2021 წლის გაზაფხულის პერიოდში. ქვეყანას კვლავ ესტუმრებიან Universal Pictures-ის გავლენიანი პროდიუსერები, რომელთაც არაერთ მაღალბიუჯეტურ, წარმატებულ ფილმებზე აქვთ ნამუშევარი.

"სააგენტოთვის "აწარმოე საქართველოში" ქვეყანაში კრეატიული ინდუსტრიის განვითარება ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. ამ სექტორის წარმატება საქართველოში ეკონომიკის წინსვლას მნიშვნელოვნად უწყობს ხელს", აცხადებს სააგენტოს "აწარმოე საქართველოში დირექტორი, მიხეილ ხიდურელი.

მისი თქმით, "აქტიური თანამშრომლობა საერთაშორისო კინო ინდუსტრიის ისეთ წამყვან კომპანიებთან, როგორიც არის Universal Pictures, კრეატიული ეკონომიკის განვითარების აუცილებელი წინაპირობაა".

შეგახსენებთ, რომ „აწარმოე საქართველოში" 2016 წლიდან ახორციელებს პროგრამას „გადაიღე საქართველოში", რომლის ფარგლებშიც ქვეყნის ტერიტორიაზე სცენების გადაღება უკვე განახორციელა არაერთმა კომპანიამ ევროპიდან, აზიიდან და ამერიკიდან.

პროგრამის ფარგლებში სულ გაფორმებულია ხელშეკრულება 30 პროექტის განხორციელების თაობაზე, საიდანაც 22 პროექტი დასრულებულია. მთლიანი კვალიფიციური ხარჯის მოცულობა შეადგენს 94 მლნ ლარზე მეტს. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული პროექტების საშუალებით შეიქმნება 15,795 დროებითი სამუშაო ადგილი.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
წილოსანი ტიტუშკების დაორგანიზებაზე - მოძრაობას საჯაროდ აქვს დაანონსებული, რომ მყისიერი რეაგირება ექნებათ, ამიტომ ყველამ გააკონტროლოს თავი
იურისტი - იდეოლოგიური ნიშნით ადამიანების დევნის მიზნის მქონე ორგანიზაციის შექმნა ხელისუფლებასთან დაახლოებული პირთა ჯგუფის მიერ არის არამხოლოდ მძიმე სამართლებრივი, არამედ, პოლიტიკური განაცხადიც
ევროკავშირმა შესაძლოა რუსეთის წინააღმდეგ მასშტაბური სანქციების დაწესებაზე უარი თქვას
სოფელ პერევის მიმდებარედ რუსი ოკუპანტების მიერ გატაცებული მოქალაქე თავისუფალია – სუს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics