21:55 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-14 15:17:25, 1635 ნახვა

კომენტარი
ნათია თურნავა: NDI-ის კვლევა დამსახურებული შეფასებაა, რადგან „ქართული ოცნება“ მუდამ ხალხის სამსახურშია

ძალიან ობიექტური და დამსახურებული შეფასებაა, რადგან „ქართული ოცნება“ არის გუნდი, რომელიც მუდამ ქართველი ხალხის სამსახურშია, - ასე გამოეხმაურა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა, NDI-ის მიერ გამოქვეყნებულ კვლევას.

მანვე ოპოზიციის წარმომადგენლებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ მათი რეალური პროგრამები და დაპირებები ჯერაც არ მოუსმენია საზოგადოებას.

„მე ვფიქრობ, რომ ეს არის ძალიან ობიექტური და ადეკვატური შეფასება, რეიტინგი, რომელიც აჩვენებს, რომ ქართველი ამომრჩევლის უდიდესი ნაწილი ნდობას უცხადებს ჩვენს გუნდს და ეს არის დამსახურებული შეფასება, იმიტომ რომ, ეს არის გუნდი, რომელიც არის მუდამ ქართველი ხალხის სამსახურში და ჩვენი სამომავლო გეგმა და ხედვა არის სრულიად პასუხისმგებლობაზე და ადამიანზე დამყარებული და ჩვენ მუდმივად ჩვენს დაპირებაზე ვაგებთ პასუხს. ამას ხედავს ქართველი ამომრჩეველი, სამწუხაროდ, ვერ ვიტყვით იგივეს ჩვენს ოპონენტებზე, იმიტომ რომ ჯერაც ვერ მოვისმინეთ ვერც რეალური პროგრამები და დაპირებები, რომლის უკანაც ელემენტარული კოალიციური დაპირებები მაინც იდგება, აქედან გამომდინარე არის ეს შეფასებ“, - განაცხადა ნათია თურნავამ.





ავტორი: ელენე გვიმრაძე, ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2018 წლიდან


სოციალური ქსელები
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
ALDE: ოცნებამ უნდა უზრუნველყოს, რომ ელენე ხოშტარიამ მიიღოს მკურნალობა, რომელიც სჭირდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics