|
2020-09-14 14:58:13, 1649 ნახვა
რეგიონი
ნინო ნიჟარაძე - აჭარაში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია და ხდება ყველა ახალ შემთხვევაზე მიდევნება
აჭარის რეგიონში ეპიდსიტუაცია კონტროლირებადია. კონტროლდება ყველა პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა და ხდება მათი კონტაქტების მიდევნება. პაციენტების მკურნალობის პროცესში უკვე ჩაერთო 6 სამედიცინო დაწესებულება. უფასო PCR ტესტირება მიმდინარეობს ქ. ბათუმის ხუთ პოლიკლინიკაში და ორ კარავში. მინისტრის თქმით, აჭარაში შემთხვევების მზარდი დინამიკაა და ძირითადად ყველაზე მეტი შემთხვევა ბათუმში ფიქსირდება. „რეგიონში დაძაბული ეპიდემიოლოგიური ვითარებაა, თუმცა უკონტროლობა და პანიკის საფუძველი ნამდვილად არ არის. შემთხვევების დიდი ნაწილი, რაც ჩვენს არეალშია, ძირითადი ნაწილი გახლავთ მსუბუქი დინამიკით და უსიმპტომოდ. პაციენტების თითქმის უმრავლესობა უკვე ჰოსპიტალიზებულია“, - განაცხადა ნინო ნიჟარაძემ. აჭარის ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, საავადმყოფოს შემდგომი მეთვალყურეობის ზონისთვის 350 საწოლი გამოიყო. საჭიროების შემთხვევაში მობილიზებული იქნება 600-მდე საწოლი. „ჩვენ უკვე ავამუშავეთ სააავადმყოფოს შემდეგი მეთვალყურეობის ზონა, სადაც სამედიცინო ბრიგადა ახორციელებს პაციენტების მეთვალყურეობას. ასევე, გამოვნახეთ დამატებითი საწოლები. გასული ორი დღის განმავლობაში ჩვენთან ერთად მუშაობდა ჯანდაცვის სამინისტრო და რეგულირების სააგენტო. 350 საწოლი იდენტიფიცირებულია აღნიშნული პირებისათვის, თუმცა არ გამოვრიცხავთ, რომ პროტოკოლში გარკვეული ცვლილებები შევიდეს, მაგრამ შემიძლია ვთქვა, რომ არც ერთი დაავადებული არ იქნება ყურადღების მიღმა“, - განაცხადა მინისტრმა.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)