11:11 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-09-15 11:06:55, 467 ნახვა

პოლიტიკა
ალბანეთი საქართველოს ევროატლანტიკურ მისწრაფებებს მხარს უჭერს

ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და ნატო-ში გაწევრიანების მისწრაფებას, - ამის შესახებ ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ილირ მეტამ,  საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

მთავრობის ადმინსიტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე საუბარი შეეხო საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს, ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტისა და ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ეფექტური იმპლემენტაციის მნიშვნელობას.

მხარეებმა ასევე განიხილეს ორ ქვეყანას შორის ენერგეტიკის და ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები და საქართველოს საინვესტიციო პოტენციალი.

შეხვედრაზე ხაზი გაესვა იუსტიციის სფეროში აქტიურ თანამშრომლობას და ორი ქვეყნის იუსტიციის სამინისტროებს შორის გაფორმებულ მემორანდუმს, რომელიც წარმატებული რეფორმების გაზიარებას ისახავს მიზნად.

ალბანეთის პარლამენტის თავმჯდომარემ პრემიერ-მინისტრს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტისადმი ურყევი მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დაუდასტურა.

„ჩემთვის დიდი პატივი იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრა. ჩვენ სრულად ვუჭერთ მხარს საქართველოს ევროპულ პერსპექტივას და მისწრაფებას, გაწევრიანდეს ნატოში. განვიხილეთ ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის გაფართოება. პრემიერ-მინისტრს კიდევ ერთხელ დავუდასტურე ალბანეთის ძალიან მტკიცე პოზიცია საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მხარდაჭერის შესახებ“, - განაცხადა ილირ მეტამ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ფიდანი: თურქეთი მზადაა სომხეთთან ურთიერთობების ნორმალიზებისთვის
აშშ-მ ახლო აღმოსავლეთში კიდევ 18 F-35A გამანადგურებელი განათავსა
თეირანი ჰორმუზის სრუტის გავლით გადასასვლელად საფასურს დააწესებს მემორანდუმის შესაბამისად
მეწყერის გამო სოფელ მაღაროსკართან ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა აკრძალულია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics