|
2020-09-12 18:09:45, 2869 ნახვა
რეგიონი
„ქართული ოცნების“ ლიდერებმა კობში წყლის საწარმო „აქვა გეო" დაათვალიერეს, სადაც 50 ადამიანია დასაქმებული
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, „ქართული ოცნების" გენერალურმა მდივანმა კახა კალაძემ და მცხეთის, დუშეთის, თიანეთისა და ყაზბეგის საარჩევნო ოლქში „ქართული ოცნების" მაჟორიტარმა დეპუტატობის კანდიდატმა შალვა კერესელიძემ კობის წყლის საწარმო „აქვა გეო" დაათვალიერეს. კომპანია „აქვა გეო" მინერალურ წყალს აწარმოებს. მოპოვებული ბუნებრივი წყალი მაღალი ხარისხით, სისუფთავით ხასიათდება და ყველა სასარგებლო მინერალს შეიცავს. ხელისუფლების წარმომადგენლებს, საწარმოს დირექტორმა ლევან წეროძემ „აქვა გეოს" მუშაობის პროცესი გააცნო და აღნიშნა, რომ პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ადგილობრივი ბაზრის გარდა, ექსპორტზეც ახორციელებს. მან ასევე ხაზი გაუსვა, რომ პროექტის განხორციელებაში საქართველოს მთავრობამ მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა. მსოფლიო სტანდარტების შესაბამისი ქარხანა „კობის" მინერალური წყლის მიწისქვეშა საბადოსთან მდებარეობს. საწარმოსთვის, სახელმწიფო პროგრამის - „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში, 3,5 მლნ ლარის საინვესტიციო ვალდებულებით კომპანიას 27 300 კვმ მიწა გადაეცა. საბოლოო ჯამში, კომპანიამ პროექტში 24 მლნ-ზე მეტი ლარის ინვესტირება განახორციელა და 50 თანამშრომელი დაასაქმა, რომელთა უმეტესობა ადგილობრივია.
კიდევ ხუთმა რეგიონში დაიწყო მამაკაცების დაკავება იძულებითი გაწვევისთვის
ნატოს თვითმფრინავებმა კალინინგრადის მახლობლად ოპერაცია ჩაატარეს
სუს: 2025 წლის 17 აგვისტოს სოფელ პერევის მიმდებარედ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
პუტინი: ჩვენს ინფრასტრუქტურაზე კიევის იერიშები ზიანს იწვევს, თუმცა ეს კრიტიკული ვერ იქნება
|
რედაქტორის რჩევით
ომი უკრაინაში
ანტიკორუფციულმა ორგანოებმა ზელენსკის ოფისის უფროსის მოადგილის სახლში ჩხრეკა ჩაატარეს
მიხაილ ფედოროვმა უკრაინაში არჩევნების ჩატარება მოითხოვა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
„ქართული ოცნების“ გამოცხადებული ღალატის ქრონიკა
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)