23:19 - 18 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2020-09-11 16:18:32, 2463 ნახვა

კომენტარი
ბაქრაძე - არათუ რამის გამოსწორებას ჰპირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში

არათუ რამის გამოსწორებას პირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში, - ასე ეხმაურება „ევროპული საქართველოს“ ლიდერი, დავით ბაქრაძე, „ქართული ოცნების“ საარჩევნო პარტიულ სიას.

მისი თქმით, ამ სიამ კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს, თუ რამხელა ეკონომიკურ კრიზისშია ქვეყანა და იმის მაგივრად, რომ სიტუაციის  გამოსწორება სცადოს, თამამად აცხადებს, რომ იგივე პოლიტიკას გაატარებს მომავალში.

როგორც ბაქრაძემ აღნიშნა, ამ ყველაფერს გარდამტეხი ცვლილებები სჭირდება, რომელსაც 31 ოქტომბერი მოიტანს.

„გუშინდელი პრეზენტაციის ფორმამაც, შინაარსმაც და სიამაც კარგად აჩვენა, რომ „ქართული ოცნება“ ვერ აცნობიერებს რამხელა ეკონომიკურ კრიზისშია შესული ქვეყანა. არათუ რამის გამოსწორებას პირდება „ქართული ოცნება“ ხალხს, არამედ თამამად აცხადებს, რომ იგივეს გააგრძელებს მომავალი წლების განმავლობაში. ამიტომ, თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც საკუთარ ოჯახებზე გრძნობს იმას, რომ ქვეყანა მიდის არასწორი მიმართულებით, გრძნობს იმ უმძიმეს ეკონომიკრ და სოციალირ კრიზისს, რომელშიც დღეს არის ჩვენი საზოგადოება, თითოეწული ასეთი ადამიანისთვის, ერთადერთი შანსი არის არჩევნები, არჩევნებზე მისვლა და ევროპული საქართველოს სახით იმ გუნდის არჩევა, რომელიც ქვეყანას მოუტანს გარდამტეხ ცვლილებებს, რომელიც ქვეყანას გამოიყვანს ამ უმძიმესი ეკონომიკური კრიზისიდან და წაიყვანს წინ უკეთესი მომავლისკენ“ -  განაცხადა დავით ბაქრაძემ.

შეგახსენებთ, რომ გუშინ, 10 ოქტომბერს „ქართულმა ოცნებამ“ საარჩევნო სიის ოცეული წარადგინა. პარტიის სიაში როგორც ძველი, ასევე ახალი სახეებიც არიან. რაც შეეხება პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს, აღნიშნული თანამდებობისთვის მმართველი გუნდიდან მოქმედი პრემიერი, გიორგი გახარია იბრძოლებს.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა კიდევ უფრო დაზიანდა ერთი კვირის განმავლობაში მეორეჯერ თავდასხმის შედეგად.
დიდმა ბრიტანეთმა, გერმანიამ და ნატოს კიდევ ხუთმა ქვეყანამ უკრაინას ასობით მილიონი დოლარის ღირებულების დრონებისა და რაკეტების ახალი მიწოდება დაჰპირდნენ
ცოლის ინფორმაციით, ბაქოს სააპელაციო სასამართლომ აფგან სადიგოვი პატიმრობაში დატოვა
ურეკში 4 ადამიანი ზღვის დინებამ წაიღო, მაშველებმა 4-ვე გამოიყვანეს, თუმცა 1 დაიღუპა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics